„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №152 |
|
2015 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი |
1. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:
,,მუხლი 101
1. იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება (სასურველია);
გ) საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ე) სასამართლოებთან ურთიერთობის გამოცდილება;
ვ) ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტრენინგებში, კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღება ჩაითვლება უპირატესობად.
2. იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“;
დ) საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“;
ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ვ) საქართველოს ორგანული კანონი „შრომის კოდექსი“;
ზ) საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“;
თ) საქართველოს კანონი „ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
ი) საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“;
კ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
ლ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო კოდექსი“(წიგნი მესამე);
მ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“;
ნ) საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;
ო) საქართველოს კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“;
პ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“;
ჟ) საქართველოს კანონი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“;
რ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;
ს) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება;
ტ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
უ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;
ფ) ციხის ევროპული წესები;
ქ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“).“.
|