⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.06.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის,მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ საქართველოში ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 20.10.2015
ძალის დაკარგვა 15.06.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №100/04
სარეგისტრაციო კოდი 300060000.18.011.016180
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 789 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.10.2015 მიღება
15.06.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
პირი
ფიზიკური ან/და იურიდიული პირი
მუხლი 2
უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაცია
(შემდგომში – განვითარების ორგანიზაცია) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანებით გათვალისწინებულ განვითარებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილოებით შექმნილი პირი, რომლის მიზანს წარმოადგენს განვითარების პროექტების დაფინანსება და ხელშეწყობა. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის,მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ საქართველოში ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №100/04 2015 წლის 20 ოქტომბერი ქ.თბილისი უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის,მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ საქართველოში ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 62-ე პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) „უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟებზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის  მიერ საქართველოში ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განხორციელების წესი“; ბ) „უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხა“ (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხისა და მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების მფლობელის მიერ საქართველოში ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 28 დეკემბრის №170/01 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟებზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ საქართველოში ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების განხორციელების წესი    მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს: ა) უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟებზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტების მიერ საქართველოში ახალი ემისიის გზით საჯარო შეთავაზების განხორციელების წესსა და პირობებს; ბ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის, მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელების წესსა და პირობებს; გ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის პერიოდულ საანგარიშგებო მოთხოვნებს; დ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის, ასევე უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ, საქართველოს ეროვნულ ბანკში საჯარო შეთავაზების თაობაზე შეტყობინების და შესაბამისი დოკუმენტების ფორმას. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის, წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) პირი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი; ბ) უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაცია – (შემდგომში – განვითარების ორგანიზაცია) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის №16/01 ბრძანებით გათვალისწინებულ განვითარებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილოებით შექმნილი პირი, რომლის მიზანს წარმოადგენს განვითარების პროექტების დაფინანსება და ხელშეწყობა. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი 3🔗. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების პირობები 1. პირი, რომლის გამოშვებული  ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ უცხო ქვეყნის ერთ-ერთ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე მაინც და რომელიც აპირებს სხვა ფასიანი ქაღალდებით საჯარო შეთავაზების განხორციელებას საქართველოში, არ საჭიროებს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებას. 2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს, სურს საჯარო შეთავაზებისთვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, ის აცნობებს ამის შესახებ ეროვნულ ბანკს და ფასიან ქაღალდებს საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 3. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ან/და განვითარების ორგანიზაცია, რომელიც აპირებს საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელებას, არ საჭიროებს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებას. 4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირს, სურს საჯარო შეთავაზებისთვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდებისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, ის აცნობებს ამის შესახებ ეროვნულ ბანკს და ფასიან ქაღალდებს საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 4🔗. უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული ფასიანი ქაღალდების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და განვითარების ორგანიზაციის მიერ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების პროცედურა საქართველოში 1. ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, საჯარო შეთავაზების განმახორციელებელმა პირმა, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა, ასევე განვითარების ორგანიზაციამ საჯარო შეთავაზების განხორციელებამდე არაუგვიანეს 3 დღისა, ეროვნულ ბანკს წერილობით უნდა აცნობოს მის მიერ განსახორციელებელი შეთავაზების შესახებ. 2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი საჯარო შეთავაზების დაწყებამდე წარმოადგენს უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების დაშვების დამადასტურებელ დოკუმენტს იმ საფონდო ბირჟიდან, რომელზეც განთავსებულია მისი ფასიანი ქაღალდები. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს და  განვითარების ორგანიზაციას შეუძლიათ აღნიშნულის დადასტურება შესაბამისი ვებგვერდის მითითებით. 3. თუ  ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება უნდა განხორციელდეს საქართველოში ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების დაშვების დამადასტურებელი ინფორმაციის წარმოდგენა შესაძლებელია საქართველოში ლიცენზირებული საფონდო ბირჟის მეშვეობითაც. აღნიშნულ შემთხვევაში, საფონდო ბირჟა ეროვნულ ბანკს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომ იმ პირის/ემიტენტის ფასიანი ქაღალდები, რომელიც აპირებს საქართველოში საჯარო შეთავაზების განახორციელებას, სავაჭროდ განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე. წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე მისთვის წარმოდგენილი მონაცემების ფარგლებში, პასუხისმგებელია საქართველოში ლიცენზირებული საფონდო ბირჟა. 4. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს, ასევე განვითარების ორგანიზაციას  შეუძლია ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ინგლისურ ენაზე.  მუხლი 5🔗. უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და განვითარების ორგანიზაციის პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნები  1. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს და განვითარების ორგანიზაციას,  რომელიც საქართველოში ახორციელებს საჯარო შეთავაზებას, ეროვნულ ბანკში ანგარიშგების წარმოდგენად ჩაეთვლება თავისი ორგანიზაციის ვებგვერდზე შესაბამისი ანგარიშის განთავსება. 2. ფინანსური თუ სხვა სახის ანგარიში ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირმა უნდა წარადგინოს იმ ფორმით და იმ ვადებში, როგორც იმ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, რომელზეც მისი ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ  და რომლის შესახებ მან საჯარო შეთავაზების დროს აცნობა ეროვნულ ბანკს.