აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.10.2015
ძალის დაკარგვა 14.08.2018
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.110.016224
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 10.08.2018
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2015 წლის 21 ოქტომბერი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესი და პირობები დანართი №1-ისა და შესაბამისი სერტიფიკატის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე
აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესი და პირობები
ეს წესი განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 1🔗.
სტაჟირების მიზანი
1. აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამეობა/საკრებულოს აპარატი) დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა, შესაბამისი პროფილის სტუნდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის კვალიფიკაციური კადრების მომზადება.
3. მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა. ერთიანი სტანდარტის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) დასაქმების მსურველთათვის ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
4. დასაქმების თანაბარი პირობების შექმნა რეგიონში მცხოვრები პირებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
მუხლი 2🔗.
სტაჟიორები
1. აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირებაზე მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი; ფლობს სახელმწიფო ენას; სწავლობს სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, ასევე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით.
2. სტაჟირება შესაძლებელია გაიაროს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც განათლება მიღებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული გადაწყვეტილებით. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ, მისი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით.
3. სტაჟიორის კვალიფიკაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა თანხვედრაში უნდა იყოს აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სტრუქტურული ერთეულის პროფილთან.
მუხლი 3🔗.
სტაჟირების ვადა, ანაზღაურება და სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა
1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვროს 3 თვის ვადით.
2. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.
3. სტაჟირების ვადა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის შესაძლებელია აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
4. სტაჟიორთა მიღების მიზნით აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები (გამგეობის/საკრებულოს თავმჯდომარე) განსაზღვრავენ სტაჟიორთა სავალდებულო კვოტას, მაგრამ არანაკლებ, შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%-ისა.
მუხლი 4🔗.
სტაჟირების გავლის წესი და მიღება
1. აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟიორთა მიღება ხორციელდება ორ ნაკადად. პირველი ნაკადის მიღება ხდება შემოდგომაზე, სექტემბერის თვეში, ხოლო მეორე ნაკადისა – გაზაფხულზე, მარტის თვეში.
2. პირი სტაჟიორად მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე. განცხადების წარდგენა ხდება სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში –
ბიურო)“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
3. სტაჟიორების კანდიდატების განცხადებების მიღება, მათი რეგისტრაციის (კურსდამთავრებულებისათვის) ან უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის (აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის) და პროფილის, ასევე მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით განაწილება შესაბამის საჯარო დაწესებულებებში ხდება ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. სტაჟიორობის კანდიდატებისთვის პროგრამული რეგისტრაციის ვადა არ უნდა იყოს 10 დღეზე ნაკლები.
4. დარეგისტრირებული სტაჟიორობის კანდიდატები, რომლებიც ვერ განაწილდნენ საჯარო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების შევსების გამო, ირიცხებიან რეზერვში. სტაჟირების მომდევნო ნაკადის ფორმირებისას, რეზერვში ჩარიცხული პირები, ავტომატურად გაივლიან სტაჟირებას შესაბამის საჯარო დაწესებულებაში ხელახალი რეგისტრაციის გარეშე.
5. ბიურო თითოეული ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 3 თვით ადრე, ელექტრონულად ან წერილობით აცნობებს აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტაჟირების გამოცხადების ვალდებულების შესახებ, ხოლო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, შესაბამისი ნაკადის ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე მიაწოდოს ბიუროს შესაბამისი ინფორმაცია სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა თაობაზე ინფორმაციას აწვდის ბიუროს, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.
7. სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, კანდიდატი ვალდებულია გამოცხადდეს სტაჟირების ადგილზე და გაიაროს რეგისტრაცია. სტაჟიორობის კანდიდატის მიერ სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ინფორმაციას აწვდის ბიუროს, რომელიც შესაბამისი სტაჟიორობის კანდიდატს აგზავნის სტაჟიორთა რეზერვიდან, რიგითობის პრინციპით, სტაჟირების ადგილზე.
მუხლი 5🔗.
სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტა
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს სტაჟიორის პირადი განცხადება. სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა, დავალების არაერთგზის ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც დასტურდება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ დასაბუთებული დასკვნით.
2. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები (გამგებელი/საკრებულოს თავმჯდომარე) და ამის შესახებ ერთი კვირის ვადაში აცნობებს ბიუროს.
მუხლი 6🔗.
სტაჟიორის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟიორს სტაჟირების პერიოდში ენიშნება სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც მას უწევს ზედამხედველობას სამუშაოს აღწერილობის ფარგლებში.
2. სტაჟიორს უფლება აქვს, სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით:
ა) გაეცნოს აბაშის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში;
ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის, საარქივო მასალებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
დ) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით შეატყობინოს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელს/საკრებულოს თავმჯდომარეს;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.
3. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა დავალება, რომელიც მას დაეკისრება სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის/საკრებულოს შესაბამისი დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;
ბ) დაიცვას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა/საკრებულოს შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები სტაჟირების თავისებურებათა გათვალისწინებით;
გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.
4. სტაჟიორის ფუნქციური უფლებამოსილებები გამომდინარეობს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის/საკრებულოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულების შინაარსიდან, ხოლო მისი საჯარო დაწესებულებაში ყოფნისა და ქცევის წესები კი – შინაგანაწესიდან.
მუხლი 7🔗.
აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება-მოვალეობები
1. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა/საკრებულო სტაჟიორს სტაჟირების გასავლელად უქმნის სათანადო პირობებს, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. აქტიური სტატუსის მქონე სტაჟიორი სტუდენტების შემთხვევაში, აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თანხმდებიან სტაჟიორის საჯარო დაწესებულებაში ყოფნის გრაფიკის თაობაზე, სასწავლო პროცესთან სტაჟირების ინტეგრირების მიზნით.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა/საკრებულო ვალდებულია, წელიწადში ორჯერ, ბიუროს მიაწოდოს სრული ინფორმაცია სტაჟირებასთან დაკავშირებით, სტაჟირების თითოეული ნაკადის დასრულებისთანავე.
მუხლი 8🔗.
სტაჟირების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები
1. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის/საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით, კოორდინაცია გაუწიოს სტაჟიორთა ჯგუფს ან პერსონალურად, კონკრეტულ სტაჟიორს.
2. სტაჟიორის ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს, კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას.
3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟიორს შეუქმნას შესაბამისი გარემო, სათანადო პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით.
4. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია, სტაჟირების შედეგები აცნობოს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის/საკრებულოს შესაბამის სამსახურებს ბიუროსათვის წარსადგენ ანგარიშში ასახვის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის გაგზავნის მიზნით.
მუხლი 9🔗.
სტაჟირების დასრულება
1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი/საკრებულოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითად შეფასების შესახებ.
2. სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის/საკრებულოს თავმჯდომარის მიერ.
სერტიფიკატის ფორმა
აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში
(გამგეობა/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის დამადასტურებელი
ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი №
სერტიფიკატი ეძლევა
______________________
სახელი, გვარი
აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) _______________ პროფილით სტაჟირების წარმატებით გავლისთვის.
მუნიციპალიტეტის გამგებელი
საკრებულოს თავმჯდომარე ___________________
ხელმოწერა, ბეჭედი
__________
თარიღი