📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ძეგლის მესაკუთრეს/კანონიერ მოსარგებლეს შორის დასადები ხელშეკრულებისა და ძეგლის მესაკუთრის/კანონიერი მოსარგებლის მიერ წარსადგენი ინფორმაციის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.11.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/80
სარეგისტრაციო კოდი 450040010.22.054.016204
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/11/2015
matsne.gov.ge 203 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 82% 11.10.2017 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 79% 23.10.2014 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 77% 19.10.2017 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 77% 01.06.2015 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 77% 19.11.2015

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ძეგლის მესაკუთრეს/კანონიერ მოსარგებლეს შორის დასადები ხელშეკრულებისა და ძეგლის მესაკუთრის/კანონიერი მოსარგებლის მიერ წარსადგენი ინფორმაციის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/80 2015 წლის 3 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ძეგლის მესაკუთრეს/კანონიერ მოსარგებლეს შორის დასადები ხელშეკრულებისა და ძეგლის მესაკუთრის/კანონიერი მოსარგებლის მიერ წარსადგენი ინფორმაციის ფორმის დამტკიცების შესახებ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლი შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა“ (შემდგომში – სააგენტო)  და ძეგლის მესაკუთრეს/კანონიერი მოსარგებლეს შორის დასადები „ძეგლის მოვლა-პატრონობის შესახებ“ ხელშეკრულების ფორმა ამ ბრძანების დანართის  – №1 შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს  ძეგლის მესაკუთრის/კანონიერი მოსარგებლის მიერ სააგენტოსთვის წარსადგენი ინფორმაციის ფორმა ამ ბრძანების დანართის – №2 შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „სამინისტროსა და ძეგლის მესაკუთრეს (კანონიერ მფლობელს) შორის დასადები ხელშეკრულებისა და მესაკუთრის (კანონიერი მფლობელის) მიერ სამინისტროსათვის წარსადგენი ინფორმაციის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №05/79 ბრძანება. მუხლი 4🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე