შპს ”პარლამენტის საზკვების კომბინატი”-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/16816-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/16816-15

 

 

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2015 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

 

განმცხადებელი: შპს „პარლამენტის საზკვების კომბინატი”

წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია” დირექტორი ბიძინა ჩიკვილაძე

მოთხოვნა : შპს „პარლამენტის საზკვების კომბინატის ” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „პარლამენტის საზკვების კომბინატის” გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2015 წლის 19 აგვისტოს შპს „პარლამენტის საზკვების კომბინატის” წარმომადგენელმა ბიძინა ჩიკვილაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „პარლამენტის საზკვების კომბინატის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. მას ბალანსსა და საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება. ორგანიზაცია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში, ხოლო რაც შეეხება მოძრავ ქონებას, როგორც სსიპ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ 2015 წლის 5 მარტის წერილიდან ირკვევა, შპს „პარლამენტის საზკვების კომბინატის” ს/ნ(203844732) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება ,,გაზ 3102’’ სახელმწიფო სანომრე ნიშნით XUI-856, რომლის ადგილსამყოფლის დადგენა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება და შეუძლებელია მისი ნარჩენი ღირებულების განსაზღვრა. შპს ,,პარლამენტის საზკვების კომბინატს’’ არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო ორგანიზაციის უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით. ორგანიზაციის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს 380490.35 (სამას ორმოცი ათას ოთხას ოთხმოცდაათი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარს. შპს „პარლამენტის საზკვების კომბინატს” დებიტორული დავალიანება არ გააჩნია. ორგანიზაციას ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი არ აქვს არც ერთ ბანკში. საწარმოს თანხა არ ერიცხება ასევე სალაროში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 5 მარტის ცნობის მიხედვით, შპს „პარლამენტის საზკვების კომბინატის” სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. მოვალე არის გადახდისუუნარო და იგი ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანებისა და საპროცესო ხარჯების გადახდას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აგვისტოს განჩინებით შპს „პარლამენტის საზკვების კომბინატის” განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან შპს „პარლამენტის საზკვების კომბინატს” არ გააჩნდა ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „პარლამენტის საზკვების კომბინატის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აგვისტოს განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 8 სექტემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „პარლამენტის საზკვების კომბინატი” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „პარლამენტის საზკვების კომბინატის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,პარლამენტის საზკვების კომბინატი” (ს/ნ 203844732) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,პარლამენტის საზკვების კომბინატის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                               ლაშა ქოჩიაშვილი