შპს „სანაშენე მუშაობის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური დათესვლის ჯავახეთის სადგური“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/17178-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/ 1717 8-15

 

 

 

 

საქართველოს სახელით

 

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

 

2015 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

 

განმცხადებელი: შპს „სანაშენე მუშაობის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა

               ხელოვნური დათესვლის ჯავახეთის სადგური’’

წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია” დირექტორი ბიძინა ჩიკვილაძე

მოთხოვნა: შპს „სანაშენე მუშაობის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური დათესვლის ჯავახეთის სადგურის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „სანაშენე მუშაობის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური დათესვლის ჯავახეთის სადგურის’’ გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2015 წლის 25 აგვისტოს შპს „სანაშენე მუშაობის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური დათესვლის ჯავახეთის სადგურის“ წარმომადგენელმა ბიძინა ჩიკვილაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „სანაშენე მუშაობის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური დათესვლის ჯავახეთის სადგურის“ ს/ნ (223352173) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, ორგანიზაცია არ ფუნქციონირებს. მას ბალანსზე და საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. ორგანიზაციას არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართ საწარმოს დავალიანება შეადგენს 693,95 ლარს. შპს „სანაშენე მუშაობის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური დათესვლის ჯავახეთის სადგურს” დებიტორული დავალიანება არ გააჩნია. ორგანიზაციას ანგარიშსწორების ანგარიშები გახსნილი აქვს სს ,,საქართველოს ბანკში’’. საწარმოს არცერთ საბანკო ანგარიშსა და სალაროში თანხა არ ერიცხება. შპს „სანაშენე მუშაობის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური დათესვლის ჯავახეთის სადგური” გადახდისუუნაროა, რადგან ორგანიზაციას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.

სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 20 აპრილის ცნობის შესაბამისად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, შპს „სანაშენე მუშაობის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური დათესვლის ჯავახეთის სადგურის“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტირებული არ არის. სსიპ – ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს’’ 2015 წლის 27 აპრილის ცნობის მიხედვით, შპს „სანაშენე მუშაობის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური დათესვლის ჯავახეთის სადგურის“ სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები მოძიებული ვერ იქნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინებით შპს „სანაშენე მუშაობის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური დათესვლის ჯავახეთის სადგურის’’ განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან შპს „სანაშენე მუშაობის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური დათესვლის ჯავახეთის სადგურს” არ გააჩნდა ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „სანაშენე მუშაობის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური დათესვლის ჯავახეთის სადგურის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 08 სექტემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „სანაშენე მუშაობის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური დათესვლის ჯავახეთის სადგური” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „სანაშენე მუშაობის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური დათესვლის ჯავახეთის სადგურის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,სანაშენე მუშაობის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური დათესვლის ჯავახეთის სადგური” (ს/ნ 223352173) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,სანაშენე მუშაობის და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური დათესვლის ჯავახეთის სადგურის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ , №6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                    ლაშა ქოჩიაშვილი