სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1374/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბრძანება № 02-1374/ო

2015 წლის 8 ოქტომბერი

სამედიცინო  საქმიანობის  განხორციელების  უფლების  მინიჭების  შესახებ

 საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-9   მუხლის,  მე-16  პუნქტის,    საქართველოს   ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

1. მიეცეს  შპს  ,,უნიმედი აჭარას“   ფილიალს   (ფაქტობრივი მის: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ.№85)  საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური   საქმიანობის განხორციელების უფლება.

2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო  დაწესებულებათა  უწყებრივ  სალიცენზიო  რეესტრში.

3. ბრძანება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ჩაბარებიდან  ერთი  თვის  ვადაში  საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.

4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შპს ,,უნიმედი აჭარას“ დირექტორის  ლ. მდივნის განცხადებები: №91687,  22.09.2015წ.  №95394 30.09.2015წ.  ადგილზე შემოწმების აქტი N97 06.10.2015წ.

სააგენტოს უფროსი         გია თვალავაძე