სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ
2015 წლის 13 ნოემბერს 11:00 საათზე სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ იურიდიულ მისამართზე ქ. თბილისი, გ. ჭანტურიას №14 მოწვეულია სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.
დღის წესრიგი:
1. სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მდივნის არჩევის შესახებ“.
2. საჯარო სს ბანკ ვეტებეს მიერ სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიასათვის“ სუბორდინირებული კრედიტის გამოყოფის შესახებ.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 2 24-24-24 (1271).
სამეთვალყურეო საბჭოს მიერ რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილ იქნა 2015 წლის 22 ოქტომბერი.
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან სს „კავკასრეესტრში“, მისამართი ქ.თბილისი, ვაჟა- ფშაველას გამზ. 71, მე-10 ბლოკი, მე- 7 სართული. ტელ. +995 32 2 220718.
გენერალური დირექტორი ა. კონცელიძე