სს „ელექტროიზოლიტი“-ის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება „ელექტროიზოლიტის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
2015 წლის 19 ნოემბერს 14-00 საათზე ქ. თბილისში, ქსნის ქუჩა №35-ში მოწვეულია სს „ელექტროიზოლიტის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. სს „ელექტროიზოლიტის“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და დამტკიცება.
2. სს „ელექტროიზოლიტის“ რეორგანიზაციის პროცესის დასრულება.
სს „ელექტროიზოლიტის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო დღეა 2015 წლის 19 ოქტომბერი.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე. რეგისტრაციის დაწყების დრო– 2015 წლის 19 ნოემბერი 13.00 სთ.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს დღის წესრიგის საკითხზე დეტალური ინფორმაციის, ასევე გადაწყვეტილებისათვის საჭირო რეკომენდაციების მიღება შეუძლიათ სს“ელექტროიზოლიტის“ სამეთვალყურეო საბჭოში ან დირექციაში 2015 წლის 28 ოქტომბრიდან 2015 წლის 19 ნოემბრამდე ყოველ სამუშაო დღეს 12.00 საათიდან 14.00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა №35.
კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება სს „ელექტროიზოლიტის“რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის“ მისამართზე: ქ თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ან სს „ელექტროიზოლიტის“ მისამართზე: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა №35.
სს „ელექტროიზოლიტის“ დირექტორი თამაზ ქამხაძე