შპს „ჯორჯიან ფორესთი“-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1999-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქმე № 2/1999-14

განჩინება

(საქართველოს სახელით)

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2015 წლის 16 ოქტომბერი,

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 მოსამართლე გენადი მაკარიძე

 განმცხადებელი (მოვალე): შპს ,,ჯორჯიან ფორესთი’

დირექტორი აკაკი თოდუა.

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოება

განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

  გამოარკვია:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,ჯორჯიან ფორისთის”  მიმართ.

წარმოდგენილი არის განცხადება კრედიტორული მოთხოვნის აღიარების შესახებ. ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კრედიტორთა პირველ კრებაზე ყოველი წარდგენილი მოთხოვნა მოწმდება მისი მოცულობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კრედიტორთა მოთხოვნები კრებაზე განიხილება სათითაოდ და თანამიმდევრულად. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნას შპს ,,ჯორჯიან ფორისთის”  კრედიტორთა კრება 2015 წლის 2 ნოემბერს 16:00 საათზე.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა :

1. შპს ,,ჯორჯიან ფორისთის” კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2015 წლის 2 ნოემბერს 16:00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება ;

2 .    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).

3 .    დაევალოს შპს ,,ჯორჯიან ფორისთის’’ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4 .    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოსამართლე გენადი მაკარიძე