⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.09.2016)
გაუქმებულია:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.10.2015
ძალის დაკარგვა 26.09.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 120060000.22.026.016333
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,281 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.10.2015 მიღება
26.09.2016 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №35 2015 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის N297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ჟ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის  დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თავდაცვის მინისტრითინათინ ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და  საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. დეპარტამენტი კომპეტენციის ფარგლებში, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 4.  დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. მუხლი 2🔗.  დეპარტამენტის ამოცანები დეპარტამენტის ამოცანებია: ა) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ხელშეწყობა; ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელება, შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, გარდა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა, პროექტების მომზადება; გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლობა სასამართლო დავებზე, გამოძიების, ადმინისტრაციულ და სააღსრულებო ორგანოებში, ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა; დ) საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ დასადები სხვა ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სამართლებრივი  უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗.  დეპარტამენტის კომპეტენციაა დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) სამინისტროს სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით კანონპროექტების მომზადების კუთხით სამინისტროს საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობა; ბ) შესამუშავებელი კანონპროექტების ნუსხის მომზადება; გ) სამინისტროს მიერ კანონპროექტების მომზადების გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა; დ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების პროცესში, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრთვე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, გარდა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა, პროექტების მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში – სასამართლო დავებზე, გამოძიების, სააღსრულებო და ადმინისტრაციულ ორგანოებში სამინისტროს სახელით წარმომადგენლობა; ვ) სასამართლო, საგამოძიებო, სააღსრულებო და ადმინისტრაციულ ორგანოებში მიმდინარე საქმეებიდან გამომდინარე, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან, მოითხოვოს სათანადო სპეციალობის მქონე პირი(ებ)ს გამოყოფა – საქმესთან დაკავშირებული მასალების დამუშავების, რეკომენდაციების მომზადების ან/და საქმეში მონაწილეობის მიღების მიზნით; ზ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა; თ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება შემუშავება და კანონმდებლობის შესაბამისად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება; ი) სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების  ვიზირება. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო; ბ) საერთაშორისო სამართლის სამმართველო; გ) სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველო. მუხლი 5🔗.  დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაა  1. პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა; ბ) ნორმატიული (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა) და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (გარდა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა) პროექტების მომზადება, მათი გამოცემისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება; გ) სამინისტროს სისტემაში მომზადებული სამართლებრივი აქტების (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა)  პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში, აგრეთვე სხვა უწყებებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების (გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა) პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ე) მინისტრის ნორმატიული აქტების გამოქვეყნების უზრუნველყოფა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“; ვ) საქართველოს პარლამენტიდან შემოსული პარლამენტის წევრის  შეკითხვაზე რეაგირება. 2. საერთაშორისო სამართლის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ უცხოეთის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთარობო ორგანიზაციასთან საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში დასადები ხელშეკრულებებისა (გარდა სახელმწიფო შესყიდვების) და შეთანხმებების პროექტების მომზადება, მათი გაფორმების და/ან მათთან შეერთების, ასევე მათი შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებების შემუშავება და კანონმდებლობის შესაბამისად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება; ბ) საქართველოს მთავრობის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთული საერთაშორისო ხელშეკრულებების, აგრეთვე სხვა უწყებებიდან შემოსული საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; გ) სამინისტროში მომზადებული, აგრეთვე სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების  სამართლებრივი ექსპერტიზა თავდაცვის სფეროში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; დ) დეპარტამენტის ამოცანების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესში მონაწილეობა, მათ შორის, საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების პროცესის კოორდინაციის ხელშეწყობა; ე) დეპარტამენტის ამოცანების ფარგლებში საერთაშორისო სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; ვ) თავდაცვის სფეროში არსებული აქტუალური საერთაშორისო-სამართლებრივი საკითხების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ზ) დეპარტამენტის ამოცანების ფარგლებში უცხო სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებისა  და სამხედრო/სამოქალაქო წარმომადგენლობებთან ურთიერთობაში მონაწილეობა; თ) დეპარტამენტის ამოცანების ფარგლებში  საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს მონაწილეობით წარმოებული საქმეებისათვის მასალების მომზადების პროცესში მონაწილეობა; ი) დეპარტამენტის ამოცანების ფარგლებში საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება; კ)  თავდაცვის სფეროში  პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლობის შესწავლის პროცესში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, მოქმედი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით. 3. სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) მინდობილობის/დავალების საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლო დავებზე (გარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა); ბ) მინდობილობის/დავალების საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლობა გამოძიების და სააღსრულებო ორგანოებში; გ) მინდობილობის/დავალების საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში ადმინისტრაციული საჩივრ(ებ)ის განხილვისას; დ) სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების (საჭიროებისამებრ, სამინისტროს შესაბამის სრტუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად) განხილვა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ან/და წინადადებების შემუშავება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, პირთა განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ვ)   კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო არბიტრაჟის ქვემდებარე სადავო საქმეებზე მასალების მომზადების პროცესში მონაწილეობა; ზ) სასამართლო, საგამოძიებო, სააღსრულებო და ადმინისტრაციულ ორგანოებში მიმდინარე საქმეებიდან გამომდინარე, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან მოითხოვოს სათანადო სპეციალობის მქონე პირი(ებ)ს გამოყოფა – საქმესთან დაკავშირებული მასალების დამუშავების, რეკომენდაციების მომზადების ან/და საქმეში მონაწილეობის მიღების მიზნით;     თ) სამინისტროს მონაწილეობით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებების განზოგადება და რეკომენდაციების წარდგენა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისათვის. მუხლი 6🔗.  დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები  1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) ანაწილებს უფლებამოსილებებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილეებს შორის; დ) დეპარტამენტის მოსამსახურეებს აძლევს  მითითებებს და დავალებებს; ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; ვ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე; ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; თ)  შეიმუშავებს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ; ი) წარადგენს შუამდგომლობას დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; კ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს  წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის  შესახებ. 4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე). 5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის დროს, მის უფლებამოსილებას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 6.  უფლებამოსილების განაწილების ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად ასრულებს დეპარტამენტის უფროსის   მიერ განსაზღვრულ მოვალეობებს; გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ფუნქციების და მასზე გაცემული ცალკეული დავალებების  შესრულებას; დ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტაციის კორესპონდენციის განაწილებაში; ე)  ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის  მომზადებულ დოკუმენტებს. 7. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს; გ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; დ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის, აკონტროლებს სამმართველოს საქმიანობის მიმდინარეობას და პასუხისმგებელია  სამსახურებრივი დისციპლინის დაცვაზე; ე) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში  მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) შეიმუშავებს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ; ზ) დეპარტამენტის უფროსს  და კურატორ დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; თ) სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 8. სამმართველოს უფროსს  ჰყავს მოადგილე, რომელიც: ა) სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ახორციელებს კონტროლს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე; გ) უზრუნველყოფს სამმართველოს ეფექტურ ფუნქციონირებას; დ) ვიზირებას უკეთებს სამმართველოში  მომზადებულ დოკუმენტებს; ე) სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისრტაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ასრულებს მის მოვალეობებს; ვ) სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებლია სამმართველოს უფროსის წინაშე. 9. დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობების სამუშაო აღწერებს და უფლებამოსილებას განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი, კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით. მუხლი 7🔗.  დეპარტამენტის საქმიანობის და ანგარიშგების უზრუნველყოფა 1. დეპარტამენტის კალენდარული წლის საქმიანობის გეგმას (თვეებისა და სტრუქტურული ერთეულების მიხედვით გაწერილი საქმიანობა) კალენდარული წლის დაწყებამდე განსაზღვრავს და შეიმუშავებს დეპარტამენტის უფროსი და ათანხმებს კურატორ მინისტრის მოადგილესთან. 2. დეპარტამენტის უფროსი კურატორ მინისტრის მოადგილეს კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, წარუდგენს ანგარიშს საანგარიშო პერიოდის (იანვარი-ივნისი და ივლისი-დეკემბერი) განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ.