⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.09.2017)
გაუქმებულია:

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.10.2015
ძალის დაკარგვა 06.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №548
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018937
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,822 სიტყვა · ~24 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.10.2015 მიღება
06.09.2017 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (21)
შემსყიდველი
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ (ს.კ. 404 389 693)
მუხლი 2
შესყიდვა
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ამ წესის დანართი №1-ითა ან/და დანართი №2-ით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა
მუხლი 2
ერთ პირთან მოლაპარაკება
შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
მუხლი 2
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა)
მუხლი 2
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა
ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით. (ამ წესით განსაზღვრული წინადადებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიზნებისათვის, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ტერმინი „ტენდერი“)
მუხლი 2
წინადადების უზრუნველყოფის გარანტია
წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით (შემდგომში – გარანტია)
მუხლი 2
პრეტენდენტი
პირი, რომელიც მონაწილეობს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში
მუხლი 2
მიმწოდებელი
პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის შედეგად ან ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, დადებულ იქნა ხელშეკრულება (გარიგება) შესყიდვის შესახებ
მუხლი 2
წინადადების ფასის კლების ბიჯი
შემსყიდველის მიერ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4 პროცენტიდან 2 პროცენტამდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი)
მუხლი 2
წინადადება
ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი
მუხლი 2
ტექნიკური დოკუმენტაცია
პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ განცხადებითა და დოკუმენტაციით
მუხლი 2
ელექტრონული ვაჭრობა
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია, შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით
მუხლი 2
საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები
შემსყიდველის მიერ დადგენილი, პრეტენდენტის მიერ წარსადგენი დოკუმენტები
მუხლი 2
კომისია
შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ამ წესის შესაბამისად
მუხლი 2
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია
მუხლი 2
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება არშემდგარად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში
მუხლი 2
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რომელშიც მოცემული იქნება ტენდერის შეწყვეტის საფუძველი
მუხლი 2
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება
შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება
მუხლი 2
პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება
გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული შესყიდვის ობიექტის საბოლოო ჯამური ღირებულება
მუხლი 2
შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება
ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება
მუხლი 2
მომსახურება − წინამდებარე წესის დანართ №1-სა და დანართი №2-ში მოცემული შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, რომელიც არ
არის საქონელი
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 სტენდების დიზაინი, განთავსება ან/და დამზადება.
2 სოციალური მარკეტინგის მომსახურება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
სარეკლამო-მარკეტინგული ღონისძიებები, დიზაინი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №548 2015 წლის 26 ოქტომბერი ქ. თბილისი შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის  სპეციალური წესი“. მუხლი 2🔗 წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.  შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ამ წესის დანართი №1-ითა და დანართი №2-ით განსაზღვრულ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. 2.  ამ წესის მიზანია შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, განსახორციელებელი საქონლის/მომსახურების შესყიდვების პროცედურების გამარტივება და შემსყიდველის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა. 3. ამ წესის მიხედვით, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების განხორციელებისას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ ეს ორგანიზაციები არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი.  იმ  შემთხვევაში,  თუ  აღნიშნული  ორგანიზაციები  არ  არიან შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. 4. ეს წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები/მოქმედება. 5.შესმყიდველის მიერ დანართი №1-ითა და დანართი №2-ით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად. 6.  შესყიდვა, რომელზეც არ ვრცელდება ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შემსყიდველი – შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ (ს.კ. 404 389 693); ბ) შესყიდვა – შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ამ წესის დანართი №1-ითა ან/და დანართი №2-ით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა; გ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; დ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა); ე) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით. (ამ წესით განსაზღვრული წინადადებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიზნებისათვის, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ტერმინი „ტენდერი“); ვ) წინადადების უზრუნველყოფის გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტის ოდენობით (შემდგომში – გარანტია); ზ) ხელშეკრულების შესრულების გარანტია − ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ამ წესის შესაბამისად წარდგენილი გარანტირების მექანიზმი; თ) პრეტენდენტი – პირი, რომელიც მონაწილეობს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში; ი) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის შედეგად ან ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, დადებულ იქნა ხელშეკრულება (გარიგება) შესყიდვის შესახებ; კ) წინადადების ფასის კლების ბიჯი – შემსყიდველის მიერ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4 პროცენტიდან 2 პროცენტამდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი); ლ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი; მ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია შემსყიდველის მიერ განცხადებითა და დოკუმენტაციით; ნ) ელექტრონული ვაჭრობა„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია, შეამციროს მის მიერ წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით; ო) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები – შემსყიდველის მიერ დადგენილი, პრეტენდენტის მიერ წარსადგენი დოკუმენტები; პ) კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ამ წესის შესაბამისად; ჟ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგითშესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია; რ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგაშესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება არშემდგარად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში; ს) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილიაშესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რომელშიც მოცემული იქნება ტენდერის შეწყვეტის საფუძველი; ტ) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება – შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება; უ) პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული შესყიდვის ობიექტის საბოლოო ჯამური ღირებულება; ფ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება; ქ) შესყიდვის ობიექტი − ამ წესის დანართი №1-ითა და დანართი №2-ით განსაზღვრული შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება; ღ) საქონელი − ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას; ყ) მომსახურება − წინამდებარე წესის დანართ №1-სა და დანართი №2-ში მოცემული შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, რომელიც არ არის საქონელი; შ) სტიმულირების პროგრამა − შემსყიდველის მიერ შემუშავებული სტიმულირების პროგრამა, რომლის პირობების გათვალისწინებით გაფორმებული სტიმულირების ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს აეროპორტებში ავიამიმართულებების, სიხშირეების ან/და მგზავრთნაკადის ზრდის უზრუნველყოფის მარკეტინგული მომსახურების შესყიდვას. სტიმულირების პროგრამის ფარგლებში მტკიცდება ავიაკომპანიის ბაზირების სტიმულირების, ახალი პრიორიტეტული მიმართულების სტიმულირებისა და ახალი სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების პროგრამები; ჩ) სტიმულირების ხელშეკრულება − შესყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც ხორციელდება საქართველოს აეროპორტებში ავიამიმართულებების, სიხშირეების ან/და მგზავრთნაკადის ზრდის უზრუნველყოფის მარკეტინგული მომსახურების შესყიდვა და რომელიც გაფორმებულია შესაბამისი სტიმულირების პროგრამების მოთხოვნათა გათვალისწინებით; ასეთი ხელშეკრულება შედგენილია ურთიერთთანამშრომლობის საწყისებზე და ითვალისწინებს ანაზღაურების ვალდებულებას მხოლოდ შესრულების პროპორციულად და შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა; ც) ბაზირებული ავიაკომპანია − ბაზირებულად ითვლება ავიაკომპანია, რომლის საჰაერო ხომალდი და ეკიპაჟი მუდმივად ბაზირებულია შესაბამის აეროპორტში და საიდანაც ასეთი ავიაკომპანია ახორციელებს ავიამიმართულებაზე რეგულარულ ავიარეისებს. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული ავიარეისი იწყება და მთავრდება შემსყიდველის შესაბამის აეროპორტში; ძ) ფასდაკლების კონცეფცია − ავიაკომპანიებისთვის გასაწევ მომსახურებებზე, აეროპორტის მიერ დამტკიცებული ფასდაკლების გაწევის წესი და პირობები. მუხლი 3🔗. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები 1.შემსყიდველი უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია; გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით; დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას. 2. შემსყიდველი ვალდებულია: ა) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები ბიზნესგეგმის ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით; ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება; გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემაში ატვირთოს შესაბამისი გადაწყვეტილების ამსახველი სხდომის ოქმი.  შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება.  შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები. მუხლი 4🔗. შესყიდვის საშუალებები 1. ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით. 2. შემსყიდველის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს: ა) თუ დანართ №1-ში  განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შესახებ ერთჯერადად დასადები გარიგების ღირებულება არ აღემატება 100 000 ლარს, დღგ-ის გარეშე; ბ) დირექტორის ან კომისიის გადაწყვეტილებით, თუ ამგვარი გადაწყვეტილება გამოწვეულია ობიექტური გარემოებებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა ან/და შესყიდვა გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის, დროის, ტექნიკურ-ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით; გ) ხორციელდება ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა. 3. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ახორციელებს შემსყიდველის კომისია. მუხლი 5🔗. სტიმულირების ხელშეკრულება 1.   სტიმულირების ხელშეკრულება ფორმდება აეროპორტის სტიმულირების პროგრამისა და ბიზნესგეგმის ფარგლებში, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის, რომელიც ამავდროულად უნდა იყოს ავიაკომპანია. 2. ავიაკომპანიის ბაზირების სტიმულირებისთვის, ხელშეკრულების ღირებულება უნდა განისაზღვროს თითოეული ბაზირებული საჰაერო ხომალდისთვის არაუმეტეს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ევროს ოდენობით დღგ-ის გარეშე, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის შესაბამისად, სტიმულირების პროგრამის ფარგლებში. 3. ავიაკომპანიის ბაზირების სტიმულირების ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს მხოლოდ იმ მიმწოდებელთან, რომელიც სტიმულირების ხელშეკრულების გაფორმების თარიღისთვის არ არის ბაზირებული შესაბამის აეროპორტში. 4.  ავიაკომპანიის ბაზირების სტიმულირების ხელშეკრულების ფარგლებში  მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: ა) ჯამში, სულ მცირე, 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) გამფრენი მგზავრის გადაყვანა, პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში; ბ) სულ მცირე, 3 ახალი მიმართულების დამატება, რომელიც არ შესრულებულა შესაბამის აეროპორტში, სულ მცირე, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში. 5.  ახალი პრიორიტეტული მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულების ღირებულება თითოეული პრიორიტეტული მიმართულებისათვის, სტიმულირების პროგრამის ფარგლებში განისაზღვრება შემდეგი წესით: ა) 1 კატეგორიის თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში არაუმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) ევროსი, დღგ-ის გარეშე; ბ) 2 კატეგორიის თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 000 (ხუთასი ათასი) ევროსი, დღგ-ის გარეშე; გ) 3 კატეგორიის თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში არაუმეტეს 400 000 (ოთხასი ათასი) ევროსი, დღგ-ის გარეშე; დ) 4 კატეგორიის თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ევროსი, დღგ-ის გარეშე. 6.  ახალი პრიორიტეტული მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: ა) კვირაში, სულ მცირე, 2 სიხშირის შესრულება თითოეულ ახალ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომელიც არ შესრულებულა შესაბამის აეროპორტში, სულ მცირე, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში; ბ) თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე კვირაში, სულ მცირე, 2 სიხშირის შესრულება, პირველი ავიარეისის შესრულების თარიღიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში. 7.  ახალი პრიორიტეტული მიმართულების სტიმულირების პროგრამის ფარგლებში, თითოეული კატეგორიის პრიორიტეტულ მიმართულებად შესაძლებელია განისაზღვროს ერთი ან რამდენიმე მიმართულება. 8. ახალი სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულების ღირებულება თითოეული სტრატეგიული მიმართულებისათვის უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) ევროს ოდენობით, დღგ-ის გარეშე, თითოეულ ჩამოყვანილ მგზავრზე, სტიმულირების პროგრამის ფარგლებში. 9.  ახალი სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულების  ფარგლებში ავიაკომპანიამ უნდა უზრუნველყოს კვირაში, სულ მცირე, 2 სიხშირის შესრულება ახალ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რომელიც არ შესრულებულა შესაბამის აეროპორტში, სულ მცირე, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში. 10.  ახალი სტრატეგიული მიმართულების სტიმულირების პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია არსებობდეს რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება ან/და მოხდეს ასეთი სტრატეგიული მიმართულებების კატეგორიებად დაყოფა, და შესაბამისი ანაზღაურების განსაზღვრა თითოეული კატეგორიისთვის წინამდებარე წესით დადგენილ ფარგლებში. 11. სტიმულირების პროგრამა უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა ავიაკომპანიისთვის. 12.სტიმულირების პროგრამები მოქმედებს შემსყიდველის მიერ დამტკიცებული ფასდაკლების კონცეფციის პარალელურად. 13.  შემსყიდველი ვალდებულია, მიმწოდებლებთან ურთიერთობის პროცესში დაიცვას სამართლიანობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპები. 14.  სტიმულირების ხელშეკრულების შინაარსისა და მიზნიდან გამომდინარე, ასეთი ხელშეკრულების გაფორმებისას არ არის სავალდებულო ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენა, წინამდებარე წესის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის მიუხედავად. მუხლი 6🔗. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი 1.  შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის დირექტორი. 2. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის დირექტორი ან მის მიერ დანიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრი. 3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 4.კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 5. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა  ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება, ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით. 6. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო არ არის. მიმოწერა/წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან. მუხლი 7🔗. კომისიის აპარატი 1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის დირექტორის ბრძანებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში − აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. აპარატის ფუნქციაა შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციისა და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა. 3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით. 4.  აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან სამი წლის განმავლობაში, ხოლო მრავალწლიანი შესყიდვის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში − ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში. მუხლი 8🔗. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ 1.  შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში − განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან. 2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 (სამი) კალენდარულ დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან არანაკლებ ორი დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია, სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი კლებადობის პრინციპითა და ბიჯის გათვალისწინებით. 3.განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: ა) განცხადების ნომერი; ბ) შემსყიდველის დასახელება; გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით; დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით; ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება; ვ) შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით თუ − მის გარეშე; თ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა; ი) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა; კ) ბიჯის ოდენობა; ლ) წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა; მ) წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების მინიმალური ვადა; ნ) მითითება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4.  განცხადებაში შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება დღგ-ის გათვალისწინებით ან მის გარეშე. 5.განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით. 6. განცხადების სისტემაში განთავსებისათვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში. მუხლი 9🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა 1.  შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი; ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას; გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს (მათი არსებობის შემთხვევაში); დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა); ე) კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ; ვ) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება. მუხლი 10🔗. წინადადების წარდგენა 1.   შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება, წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე. 2.  წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას. 3.  წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის შეთავაზება, გარდა ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილი მასალისა, უნდა შეიცავდეს ამ წესით გათვალისწინებულ წინადადების უზრუნველყოფის გარანტიას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან/და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა. 5.  იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის დღგ-ის შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. 6.  ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 11🔗. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი 1.  შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები. 2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ. 3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და/ან, მისი ბუნებიდან გამომდინარე, დაბრუნება შეუძლებელია. 4. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობასთან/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები და სხვ.). მუხლი 12🔗. შერჩევა/შეფასება 1. კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდებიან წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით. 2. პრეტენდენტის წინადადების ფასის შეფასება ხდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ადგენს დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს. 3. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი. 4.  კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით, ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს; ასევე პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომებისას, როგორებიცაა: არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომლებიც შესაძლებელია, შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს სამი სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნამდე. 7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისია მიმართავს მას საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს ხუთი სამუშაო დღისა. 8.   იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემები შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის მოთხოვნასა და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად. 9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით. 10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას, ან მის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. თუ წინადადების მომდევნო, ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს, შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა. მუხლი 13🔗. დისკვალიფიკაცია 1. კომისია ახდენს მიმწოდებლის ან/და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში. 2. მიმწოდებელი ან/და პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის   მე-12 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას; ბ) საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს; გ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე; დ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას; ე) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას და/ან ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე. 3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს წინადადების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა სრული დაცვით წარდგენილი გარანტია, პრეტენდენტის შეთავაზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია, მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს. მუხლი 14🔗. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია 1. პრეტენდენტი ვალდებულია, წარადგინოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტია ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია შესაძლებელია გაცემულ იქნეს, როგორც საბანკო, ისე სადაზღვევო დაწესებულების მიერ. 2.  წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტს. 3. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლისაგან/ პრეტენდენტისაგან შესაბამისი მოთხოვნიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში. 4.  წინადადების უზრუნველყოფის გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ: ა) გამარჯვების შემდეგ უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით უარს განაცხადებს შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებაზე; ბ) პრეტენდენტი, გამარჯვების შემთხვევაში, არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას; გ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო; დ) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე. მუხლი 15🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა 1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში. 2.  ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება, აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს. 3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესის შესაბამისად. 4. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, თუ ერთეული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აღემატება 5000 ლარს დღგ-ის ჩათვლით, მიმწოდებელი ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. 5. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს დღგ-ის ჩათვლით. შემსყიდველის კომისიის გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენისაგან შესაძლებელია, გათავისუფლდეს პოტენციური მიმწოდებელი, მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის/მომსახურების ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით. 6.  ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 5 პროცენტის ოდენობით. 7. ხელშეკრულების შესრულების გარანტია, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია, წარედგინოს შემსყიდველს ხელშეკრულების დადების შემდგომ, ხოლო შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე. 8. ინტერნეტით გამოწერის გზით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით. 9.  მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 10. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესით განხორციელებულ შესყიდვებზე უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გეგმის, ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების წარდგენა. მუხლი 16🔗. ელექტრონული პროცედურის მეშვეობით შესყიდვის განსაკუთრებული შემთხვევა 1.ელექტრონული პროცედურის მეშვეობით შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე. 2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ელექტრონული პროცედურის განცხადების პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების ველში უთითებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების ველში – შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებას, რომელიც შესაძლებელია განსხვავდებოდეს პრეისკურანტის ღირებულებისაგან. 3. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში. 4.  პრეისკურანტის საფუძველზე ელექტრონული პროცედურის ჩატარებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული შესყიდვის ობიექტის ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებით. 5.  ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში შესყიდვის ობიექტის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში შესაბამისი ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება, აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს. დანართი №1 შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მიერ, ამ წესის შესაბამისად, შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი № პროგრამული უზრუნველყოფა 1 კომპანიაში არსებული საბუღალტრო პროგრამის განახლებები, ლიცენზიები, ცალკეული და დამატებითი მოდულები, ფიზიკური მოწყობილობები, მის გამოყენებასთან დაკავშირებული სწავლება და შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირება, პროგრამის ფუნქციონირების მართვა და მომსახურება. 2 ახალი ერთიანი, ცენტრალიზებული საბუღალტრო და მმართველობითი ელექტრონული პროგრამის ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფა, განახლებები, ლიცენზიები, ცალკეული და დამატებითი მოდულები, ფიზიკური მოწყობილობები, მის გამოყენებასთან დაკავშირებული სწავლება და შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირება, პროგრამის ფუნქციონირების მართვა და მომსახურება. 3 კომპანიის ვებგვერდების და ვებ-აპლიკაციების დამზადება, ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფა, მისი განახლებები, ლიცენზიები, ცალკეული და დამატებითი მოდულები, ფიზიკური მოწყობილობები. № პერსონალის სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება 1 კომპანიის თანამშრომლების საქმიანი უნარების გაუმჯობესების და ამაღლების ტრენინგები, საჭირო სასწავლო მასალები. 2 სპეციალური ლიტერატურა და საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმატიული მასალები თუ მათი კრებულები, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით. № საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურებები 1 იურიდიული მომსახურება. 2 ფინანსური და აუდიტორული მომსახურება. 3 საკონსულტაციო მომსახურება საპროექტო-სამშენებლო სფეროში 4 პროექტის მართვისა და ზედამხედველობის მომსახურება № აეროპორტების ოპერირება 1 საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურების სპეცტექნიკა, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი სპეცტექნიკა, აეროდრომების მომსახურების სპეცტექნიკა, სახანძრო-სამაშველო უზრუნველყოფის სპეცტექნიკა. 2 საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურების სპეცტექნიკის ტექმომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილები, სახარჯი მასალები, ექსპლუატაციისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო ხელსაწყოები, მოწყობილობები და დანადგარები. 3 საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი სპეცტექნიკის ტექმომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილები, სახარჯი მასალები, ექსპლუატაციისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო ხელსაწყოები, მოწყობილობები და დანადგარები. 4 აეროდრომების მომსახურების სპეცტექნიკის ტექმომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილები, სახარჯი მასალები, ექსპლუატაციისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო ხელსაწყოები, მოწყობილობები და დანადგარები. 5 სახანძრო-სამაშველო უზრუნველყოფის სპეცტექნიკის ტექმომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილები, სახარჯი მასალები, ექსპლუატაციისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო ხელსაწყოები, მოწყობილობები და დანადგარები. 6 აეროპორტებში ბარგის მართვის სისტემა (მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა), სისტემის ტექმომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილები, ექსპლუატაციისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო ხელსაწყოები, მოწყობილობები და დანადგარები, სახარჯი მასალები. 7 აეროპორტებში ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა (მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა), სისტემის ტექმომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილები, ექსპლუატაციისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო ხელსაწყოები, მოწყობილობები და დანადგარები, სახარჯი მასალები. 8 აეროპორტებში საშვთა და კონტროლირებადი დაშვების სისტემა (მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა), სისტემის ტექმომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილები, ექსპლუატაციისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო ხელსაწყოები, მოწყობილობები და დანადგარები, სახარჯი მასალები. 9 აეროპორტებში მგზავრთა რეგისტრაციის სისტემა (მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა), სისტემის ტექმომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილები, ექსპლუატაციისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო ხელსაწყოები, მოწყობილობები და დანადგარები, სახარჯი მასალები. 10 აეროპორტებში საკომუნიკაციო სისტემა (მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა), სისტემის ტექმომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილები, ექსპლუატაციისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო ხელსაწყოები, მოწყობილობები და დანადგარები, სახარჯი მასალები. 11 აეროპორტებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემა (მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა), სისტემის ტექმომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილები, ექსპლუატაციისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო ხელსაწყოები, მოწყობილობები და დანადგარები, სახარჯი მასალები, მათ ექსპლუატაციასა და მომსახურებასთან დაკავშირებული სწავლება და შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირება. 12 აეროპორტების ტერიტორიაზე პარკირების სისტემა (მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა), სისტემის ტექმომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილები, ექსპლუატაციისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო ხელსაწყოები, მოწყობილობები და დანადგარები, სახარჯი მასალები. 13 კომპანიის ინტრანეტი და კომპიუტერული ქსელის სისტემა (მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა), სისტემის ტექმომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილები, ექსპლუატაციისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო ხელსაწყოები, მოწყობილობები და დანადგარები, სახარჯი მასალები. 14 მგზავრთა რეგისტრაციის, გადაყვანის და მომსახურების, ბარგის მართვის, საჰაერო ხომალდის მომსახურების, აეროდრომის ექსპლუატაციის, ფრენების ოპერირების, სახანძრო-სამაშველო და სამედიცინო უზრუნველყოფის, ოპერირების ხარისხის მართვისა და უსაფრთხოების, აეროპორტის ექსპლუატაციის მონიტორინგის, საავიაციო უშიშროების განსახორციელებელად საჭირო სპეციალური აღჭურვილობა, ხელსაწყოები, მოწყობილობები და დანადგარები (გარდა სპეცტექნიკისა და საავიაციო უშიშროების სპეცტექნიკისა). მათი ტექმომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილები, ექსპლუატაციისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო ხელსაწყოები და მოწყობილობები, სახარჯი მასალები. 15 აეროპორტის ოპერირებისთვის საჭირო ეკიპირება უნიფორმები, სპეც. ფორმები, ფეხსაცმელები, სპეც. ფეხსაცმელები, სათვალეები, ქუდები, ჩაფხუტები, ჟილეტები, ხელთათმანები, ქამრები, ყურსაცვამები, ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები. № აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა 1 აეროპორტის გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის ინფრასტრუქტურის ტექმომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილები, ექსპლუატაციისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო ხელსაწყოები და მოწყობილობები, სახარჯი მასალები. 2 აეროპორტის ელექტრომომარაგების ინფრასტრუქტურის (მათ შორის განათების სისტემები) ტექმომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილები, ექსპლუატაციისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო ხელსაწყოები და მოწყობილობები, სახარჯი მასალები. 3 აეროპორტის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის ტექმომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილები, ექსპლუატაციისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო ხელსაწყოები და მოწყობილობები, სახარჯი მასალები. 4 აეროპორტის სარეჟიმო ტერიტორიის დაცვის (ღობე, ჭიშკრები) ინფრასტრუქტურის ტექმომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილები, ექსპლუატაციისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო ხელსაწყოები და მოწყობილობები, სახარჯი მასალები. 5 ტერმინალის და დამხმარე შენობა-ნაგებობების, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკების, საჰაერო ხომალდების სადგომის, სადრენაჟო სისტემის, შემოვლითი გზის, ავტოსადგომების, შეკეთება, ექსპლუატაციისთვის ან ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო ხელსაწყოები და მოწყობილობები, სახარჯი მასალები. № სარეკლამო-მარკეტინგული ღონისძიებები, მასმედია, დიზაინი 1 სარეკლამო-მარკეტინგული ბანერების, ღონისძიებების გაფორმების, ვებ-გვერდების, ვებ-აპლიკაციების, ან/და სხვადასხვა მარკეტინგული მასალების დიზაინი, განთავსება ან/და დამზადება. 2 მასმედიის საშუალებების ანდა საინფორმაციო სააგენტოების მიერ ინფორმაციის განთავსების, ინფორმაციის მოწოდების, ინფორმაციის დამუშავების მომსახურება; PR - ღონისძიებების მოწყობის მომსახურებები. 3 ახალი ავიარეისების გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიებების, პრეს-კონფერენციების, ავიამიმართულებების პოპულარიზაციისთვის პრეს-ტურების, მგზავრთა წახალისების მიზნით სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების მოწყობისათვის საჭირო საქონელი და მომსახურება. 4 კონფერენციების, გამოფენების, ფორუმების ან სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებების მოწყობისათვის საჭირო საქონელი და მომსახურება. 5 ბეჭდური სარეკლამო-მარკეტინგული ბუკლეტების, ფლაერების, ბრენდირებული აქსესუარების და სხვა მარკეტინგული მასალების დამზადება. 6 აეროპორტების ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი. დანართი №2 შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მიერ, ამ წესის შესაბამისად, შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი № პროგრამული უზრუნველყოფა 1 დაკარგული ბარგის საძიებო პროგრამის ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფა, განახლებები, ლიცენზიები, ცალკეული და დამატებითი მოდულები, ფიზიკური მოწყობილობები, მის გამოყენებასთან დაკავშირებული სწავლება და შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირება, პროგრამის ფუნქციონირების მართვა და მომსახურება. 2 აეროპორტების და ავიაკომპანიების საავიაციო საკომუნიკაციო და შეტყობინების პროგრამის ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფა, განახლებები, ლიცენზიები, ცალკეული და დამატებითი მოდულები, ფიზიკური მოწყობილობები, მის გამოყენებასთან დაკავშირებული სწავლება და შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირება, პროგრამის ფუნქციონირების მართვა და მომსახურება. 3 მგზავრების და ავაირეისების სპეციალური სარეგისტრაციო პროგრამის ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფა, განახლებები, ლიცენზიები, ცალკეული და დამატებითი მოდულები, ფიზიკური მოწყობილობები, მის გამოყენებასთან დაკავშირებული სწავლება და შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირება, პროგრამის ფუნქციონირების მართვა და მომსახურება. 4 ავიამიმართულებებზე სიხშირეების და მგზავრთნაკადის სტატისტიკისა და კვლევის ანალიტიკური პროგრამის ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფა, განახლებები, ლიცენზიები, ცალკეული და დამატებითი მოდულები, ფიზიკური მოწყობილობები, მის გამოყენებასთან დაკავშირებული სწავლება და შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირება, პროგრამის ფუნქციონირების მართვა და მომსახურება. 5 ავიამიმართულებების რენტაბელურობის შეფასების ანალიტიკური კვლევის პროგრამის ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფა, განახლებები, ლიცენზიები, ცალკეული და დამატებითი მოდულები, ფიზიკური მოწყობილობები, მის გამოყენებასთან დაკავშირებული სწავლება და შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირება, პროგრამის ფუნქციონირების მართვა და მომსახურება. 6 საავიაციო უშიშროების, მგზავრთა გადაყვანის, ბარგის მართვის, საჰაერო ხომალდების სახმელეთო მომსახურების, სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების, ფრენების ოპერირების და აეროპორტის ოპერირებასთან დაკავშირებული სწავლების პროგრამის ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფა, განახლებები, ლიცენზიები, ცალკეული და დამატებითი მოდულები, ფიზიკური მოწყობილობები, მის გამოყენებასთან დაკავშირებული სწავლება და შესაბამისი პერსონალის სერტიფიცირება, პროგრამის ფუნქციონირების მართვა და მომსახურება. № პერსონალის სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება 1 აეროპორტის ოპერირებასა და საავიაციო უშიშროების განხორციელებასთან დაკავშირებული სპეციალური პროფესიული სწავლება, გადამზადება და ვალიდაცია, საჭირო სასწავლო მასალები. 2 კომპანიის თანამშრომლების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების ტრენინგები, საჭირო სასწავლო მასალები. № საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურებები 1 საკონსულტაციო მომსახურება სამშენებლო-საპროექტო, ავიაციის, აეროპორტების ოპერირების, საავიაციო უშიშროების, აეროპორტების მართვისა თუ განვითარების სფეროში. 2 საინფორმაციო მომსახურება (სტატისტიკური მონაცემები, ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევები, სხვადასხვა ბაზებთან წვდომა) ავიაციის, აეროპორტების ოპერირების, საავიაციო უშიშროების, აეროპორტების მართვისა თუ განვითარების სფეროში. № აეროპორტების და ავიამიმართულებების განვითარება 1 საქართველოს აეროპორტებში ავიამიმართულებების, სიხშირეების ან/და მგზავრთნაკადის ზრდის უზრუნველყოფის მარკეტინგული მომსახურება. 2 საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციის უზრუნველყოფის მარკეტინგული მომსახურება. № სარეკლამო-მარკეტინგული ღონისძიებები, დიზაინი 1 სტენდების დიზაინი, განთავსება ან/და დამზადება. 2 სოციალური მარკეტინგის მომსახურება 3 კონფერენციების, გამოფენების, ფორუმების ან სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და მათი საქართველოში ჩატარების მოსაკრებელი ან/და სხვა გადასახდელები. კომპანიის საქმიანობის სფეროში საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებში / გაერთიანებებში გაწევრიანების და წევრობის მომსახურება.