1. ჩეკი შეიძლება გამოიწეროს გასანაღდებლად:

ა) კონკრეტული პირის სახელზე
„განკარგულებით” ან მითითების გარეშე (საორდერო ჩეკი);

ბ) კონკრეტული პირის სახელზე
„არა განკარგულებით” ან სხვა თანაბარი მითითებით (სახელობითი ჩეკი);

გ) წარმდგენზე.

2. ჩეკს‚ რომელიც გამოწერილია კონკრეტული პირის სახელზე ან წარწერით
„ან წარმდგენზე” ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი წარწერით‚ აქვს წარმდგენზე გამოწერილი ჩეკის ძალა.

3. ჩეკი‚ რომელშიც არ არის მითითებული თანხის მიმღები პირი‚ ითვლება ჩეკად წარმდგენზ