ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.10.2015
ძალის დაკარგვა 13.04.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.171.016099
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №50
2015 წლის 26 ოქტომბერი
ქ. ოზურგეთი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „რ” პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის, 151-ე მუხლის მესამე ნაწილის და 2093 მუხლის პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილების საფუძველზე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი’’, დანართი 1-ის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობისთვის გაწეული ხარჯის შესახებ ქვითრის ტიპური ფორმა, დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე
დანართი №1
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა და
მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესი (შემდგომში –
წესი) განსაზღვრავს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის (შემდგომში – პირუტყვი) ყოფნის წესებს და ამ წესების დარღვევისას, დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომებს.
მუხლი 2🔗.
წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვის ზონა
1. აკრძალულია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყურეოდ ან მეთვალყურეობის ქვეშ გაშვება.
მუხლი 3🔗.
პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის
1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე და 151-ე მუხლების შესაბამისად.
2. სპეციალურ სადგომზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის საფასური (ხარჯი) განისაზღვრება დღე-ღამეში 10 (ათი) ლარის ოდენობით. ცალკეულ შემთხვევებში ზემოთ აღნიშნული მოვლა-პატრონობის საფასურის ოდენობა შესაძლებელია გაიზარდოს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისად.
3. ამ წესით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტ(ებ)ს აფიქსირებს და ამ წესით განსაზღვრულ შესაბამის ქმედებებს (პირუტყვის სადგომზე გადაყვანა, აღწერა, მესაკუთრის/მფლობელის დადგენა და ა.შ.) ახორციელებს „თვითმმართველი ქალაქი –
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –
ოზურგეთის სერვისცენტრი“ (უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით).
4. თუ პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი უცნობია ,,თვითმმართველი ქალაქი - ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ოზურგეთის სერვისცენტრი“ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს (ატყობინებს სამართალდამცავ ორგანოებს, ავრცელებს საჯარო განცხადებას) პირუტყვის მესაკუთრის/მფლობელის დადგენის მიზნით. უპატრონო პირუტყვი ექვემდებარება სპეციალურ სადგომზე გადაყვანას.
5. ამ წესით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტ(ებ)ის დაფიქსირების შემდეგ ,,თვითმმართველი ქალაქი –
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ოზურგეთის სერვისცენტრი“ შესაბამის დოკუმენტაციას (მესაკუთრის/მფლობელის პირადობის მოწმობის ასლი, მესაკუთრის/მფლობელის მიერ წერილობითი დადასტურება პირუტყვის მის საკუთრებაში/მფლობელობაში ყოფნის შესახებ, სამართალდარღვევის ფაქტის დამადასტურებელი ფოტომასალა და ა.შ.) წარუდგენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირების, ზედამხედველობისა და ურბანული განვითარების სამსახურს.
6. იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებისას ადგილზე იმყოფება პირუტყვის მესაკუთრე/მფლობელი, პირუტყვზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად, მესაკუთრე/მფლობელი ადგილზე ადგენს ხელწერილს პირუტყვის მის საკუთრებაში ყოფნის შესახებ.
7. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს, შესაბამის ოქმს ადგენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირების, ზედამხედველობისა და ურბანული განვითარების სამსახურის არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განყოფილება (განყოფილების საჯარო მოხელეები), რომელიც უზრუნველყოფს სამართალდარღვევის საქმის წარმოებას, ოქმების აღრიცხვას და ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ, სამართალდარღვევის საქმის წარმობისთვის საჭირო ყველა სხვა ქმედებას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმი შემდგომი რეაგირებისთვის დაუყონებლივ ეგზავნება უფლებამოსილ ორგანოს.
8. „თვითმმართველი ქალაქი –
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –
ოზურგეთის სერვისცენტრი“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, უფლებამოსილია ამ წესის დარღვევის ფაქტი დააფიქსიროს ფოტოს მეშვეობით.
მუხლი 4🔗.
პირუტყვის დაბრუნების წესი
1. სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ პირი წარმოადგენს ჯარიმის და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელ ქვითარს (დოკუმენტს), ადგილზე შეადგენს ხელწერილს, რომ სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი პირუტყვი წარმოადგენს მის საკუთრებას, რასაც ადგილზე ხელწერილით ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი არანაკლებ სამი პირი (მოწმე).
2. პირუტყვის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს „თვითმმართველი ქალაქი –
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –
ოზურგეთის სერვისცენტრი“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, პირუტყვის მესაკუთრე და ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ხელწერილზე ხელმომწერი პირები. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს პირუტყვის ფოტოსურათი.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სწორად შედგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმომდგენს.
მუხლი 5🔗.
სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი პირუტყვის რეალიზების წესი
1. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის მესაკუთრე 30 დღის ვადაში არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.
მუხლი 6🔗.
უპატრონო პირუტყვის რეალიზაციის წესი
თუ ვერ დგინდება პირუტყვის მესაკუთრე, ამ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო იმოქმედებს საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ 191-ე მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და რეალიზაციიდან ამოღებულ თანხას მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში.
მუხლი 7🔗.
წესის მოქმედება
აღნიშნული წესის მოქმედება ვრცელდება როგორც პირუტყვის მესაკუთრეზე, ასევე იმ პირზე, რომელიც სჩადის სამართალდარღვევას, იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია.
დანართი №2
თვითმმართველი ქალაქი –
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი –
ოზურგეთის „სერვისცენტრი“
ქვითარი №
პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობისთვის
გაწეული ხარჯის შესახებ
გადამხდელი _____________________________________________________________________
(სახ.б გვარი, პირადი ნომერი)
პირუტყვის სპეციალურ სადგომზე გადაყვანის და ------ დღე-ღამის განმავლობაში პირუტყვის მოვლა-პატრონობისთვის გაწეული ხარჯი შეადგენს
_____________________________________________________________________________________
(თანხა სიტყვიერად)
„ -------“ ---------------------20---წ.
ჩავაბარე
სერვისცენტრის დირექტორი -------------------------- /------------------------/
ჩავიბარე - - - - - - - - - - - - /----------------------------/