ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების - ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.10.2015
ძალის დაკარგვა 13.04.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.171.016100
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე | ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 04.04.2018
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების - ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №51
2015 წლის 26 ოქტომბერი
ქ. ოზურგეთი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების –
ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „რ“ პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის, 151-ე მუხლის მესამე ნაწილის და 2093 მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების –
ძაღლის და კატის ყოლის წესი“ დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე
დანართი
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების – ძაღლის და კატის ყოლის წესი
მუხლი 1🔗
წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 103-ე მუხლის, 151-ე მუხლის 3-ე ნაწილის, 2093 მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე და ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც საკუთრებაში ან/და მფლობელობაში ჰყავთ ძაღლი ან/და კატა.
მუხლი 2🔗
აკრძალულია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (მათ შორის პარკში ან სკვერში) ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა.
მუხლი 3🔗
ძაღლის ან/და კატის მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია:
ა) ძაღლი ან/და კატა იყოლიოს იზოლირებულ ტერიტორიაზე (ეზო, მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი) ან დაბმულ მდგომარეობაში ამავე ტერიტორიაზე ისე, რომ არ დაარღვიოს სანიტარიული ნორმები;
ბ) არ დაუშვას შინაური ცხოველის (ძაღლის/კატის) იზოლირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაშვება და დატოვება;
გ) არ დაუშვას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პარკში ან სკვერში შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და განადგურება.
მუხლი 4🔗
ძაღლის მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლი გაუშვას ალიკაპით ან საბმელით. ძაღლის სეირნობისას უზრუნველყოს გარშემომყოფთა უსაფრთხოება, არ დაუშვას მისი უმეთვალყურეოდ დატოვება. უზრუნველყოს ძაღლის/კატის ცოფზე აცრა.
მუხლი 5🔗
ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის; 148-ე მუხლის 3-ე და 4-ე პუნქტების და 151-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
ამ წესით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტ(ებ)ის დაფიქსირების შემდეგ ,,თვითმმართველი ქალაქი –
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი –
ოზურგეთის სერვისცენტრი“ შესაბამის დოკუმენტაციას (მესაკუთრის/მფლობელის პირადობის მოწმობის ასლი, მესაკუთრის/მფლობელის მიერ წერილობითი დადასტურება შინაური ცხოველის მის საკუთრებაში/მფლობელობაში ყოფნის შესახებ, სამართალდარღვევის ფაქტის დამადასტურებელი ფოტომასალა და ა.შ.) წარუდგენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირების, ზედამხედველობისა და ურბანული განვითარების სამსახურს.
მუხლი 7🔗
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს, შესაბამის ოქმს ადგენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირების, ზედამხედველობისა და ურბანული განვითარების სამსახურის არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განყოფილება (განყოფილების საჯარო მოხელეები), რომელიც უზრუნველყოფს სამართალდარღვევის საქმის წარმოებას, ოქმების აღრიცხვას და ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ, სამართალდარღვევის საქმის წარმობისთვის საჭირო ყველა სხვა ქმედებას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმი შემდგომი რეაგირებისთვის დაუყონებლივ ეგზავნება უფლებამოსილ ორგანოს.