„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№359
სარეგისტრაციო კოდი
010040000.22.033.016827
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №359/858

2015 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1
,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, №172, 31.12.2010) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს საგადასახადო კოდექსით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით განსაზღვრული მნიშვნელობა.“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  6

1. საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ:

ა) მოწმდება წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა სპეციალური ტექნიკის საშუალებით;

ბ) ხდება პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

გ) პირის იდენტიფიკაციის საჭიროების წარმოშობისას ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

დ) ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები სამგზავრო დოკუმენტებში და ამ მიზნით დაისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით „შემოსვლა” ან „გასვლა”, ხოლო მითითებული აღნიშვნების გაუქმების (ანულირების) შესახებ გადაწყვეტილების მიღების საჭიროებისას, ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს;

ე) სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;

ვ) ხორციელდება პირის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით;

ზ) ხორციელდება საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა ინფორმირება საზღვრის გადამკვეთ პირთა შესახებ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების, იძულების ღონისძიებების გატარების, ადმინისტრაციული დაკავებისა და საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

თ) საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას სამგზავრო დოკუმენტის ნამდვილობაზე ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის უფლებასთან დაკავშირებით გაურკვეველი გარემოებების წარმოშობისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა მიერ საზღვრის გადაკვეთაზე (გადმოკვეთაზე) გადაწყვეტილების მიღების მიზნით ხორციელდება მათი ინფორმირება;

ი) მიიღება გადაწყვეტილება საზღვრის გადაკვეთაზე ამ მუხლით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

კ) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

2. გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული ან საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს დანიშნულებით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით შესაძლებელია განხორციელდეს გაფორმების ეკონომიკურ ზონის ან საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.

3.  ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სეს ესნ-ის 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი მისაბმელის (მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში აღრიცხვისას, თუ ვერ ხერხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების  საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენა (მისი არარსებობის ან დაზიანების გამო), შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდება საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით, რომლის მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი