⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2007)

ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ

მიღების თარიღი 02.05.1995
ძალის დაკარგვა 01.01.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ნომერი №725
სარეგისტრაციო კოდი 040.050.000.05.001.000.108
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 02/05/1995
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,163 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.05.1995 მიღება
01.01.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 59.15pt 35.45pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს  კანონი ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 1. ეროვნული საარქივო ფონდი არის დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის მიერ შერჩეული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ დოკუმენტების ერთობლიობა, რომლებსაც აქვთ ისტორიული, რელიგიური, სამეცნიერო, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ღირებულება. ეროვნულ საარქივო ფონდს აგრეთვე მიეკუთვნება სხვა სახელმწიფოებში დაცული დოკუმენტები, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად ექვემდებარება საქართველოში დაბრუნებას. 2. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, განურჩევლად მისი შექმნის ადგილისა და დროისა, ადგილსამყოფელისა, საკუთრების ფორმისა და ინფორმაციის სახეობისა, ინახება მუდმივად და სახელმწიფო ზრუნავს მასზე. საქართველოს 2000 წლის 10 ნოემბრის კანონი №598-სსმI,№43,01.12.2000წ.,მუხ.124     მუხლი 2🔗 ეროვნული საარქივო ფონდი იქმნება მისთვის მიკუთვნებული დოკუმენტების დაცვის, ცენტრალიზებული აღრიცხვის, აღწერის სრულყოფისა და ფართო გამოყენების მიზნით.      მუხლი 3🔗 სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე სხვა დაწესებულებები, ორგანიზაციები და საწარმოები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის პროცესში ქმნიან ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს (მათ შორის, საიდუმლო დოკუმენტებს), ვალდებული არიან უზრუნველყონ მათი დაცვა, შენახვა, დამუშავება, აღრიცხვა და განსაზღვრულ ვადებში მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება საქმის წარმოებისა და საუწყებო არქივების მუშაობის წესების შესაბამისად. სახელმწიფო არქივები ვალდებული არიან, დროულად განიხილონ და დაამტკიცონ დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის შედეგები. საქართველოს 2000 წლის 10 ნოემბრის კანონი №598-სსმI,№43,01.12.2000წ.,მუხ.124  საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3652-სსმI,№44,27.11.2006წ.,მუხ.300     მუხლი 4🔗 1. დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა სახელმწიფო ორგანოს ან დაწესებულების საქმიანობის პროცესში, სახელმწიფო საკუთრებაა. ფიზიკური ან იურიდიული პირის შექმნილი დოკუმენტი კი ამ პირის საკუთრება. 2. დაუშვებელია სახელმწიფო საკუთრების ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის გასხვისება. 3. დოკუმენტი, რომელსაც არ ჰყავს პატრონი ან რომლის პატრონმაც დაკარგა მასზე საკუთრების უფლება, გადაეცემა სახელმწიფოს. საქართველოს 2000 წლის 10 ნოემბრის კანონი №598-სსმI,№43,01.12.2000წ.,მუხ.124 თავი II საარქივო საქმის მართვა      მუხლი 5🔗 1. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ეროვნული საარქივო ფონდის შევსების, შენახვის, დაცვისა და გამოყენებისათვის. სახელმწიფო ამ ვალდებულებას ასრულებს და საარქივო საქმეს მართავს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით. 2. საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტი უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის შექმნას და შევსებას, დოკუმენტების აღრიცხვას, აღწერას, დაზიანებული დოკუმენტების კონსერვაცია-რეგისტრაციას და მიკროფილმირების საშუალებით სადაზღვევო ფონდების შექმნას, აგრეთვე ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ხელმისაწვდომობას კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს 1997 წლის 11 ნოემბრის კანონი №1051-პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.53     მუხლი 6🔗 (ამოღებულია) საქართველოს 1997 წლის 11 ნოემბრის კანონი №1051-პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.53     მუხლი 7🔗 ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაკავშირებულ საქმიანობას   და სახელმწიფო დაწესებულებებში საქმის წარმოებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს  სახელმწიფო არქივები, რომლებიც სახელმწიფო დაწესებულებებია. სახელმწიფო არქივებს ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას უწევს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტი. საქართველოს 2000 წლის 10 ნოემბრის კანონი №598-სსმI,№43,01.12.2000წ.,მუხ.124 თავი III ეროვნული საარქივო ფონდის დაკომპლექტება     მუხლი 8🔗 1. ეროვნული საარქივო ფონდისათვის დოკუმენტის მიკუთვნება ხდება დოკუმენტის შემფასებელი ექსპერტიზის საფუძველზე, რომელსაც აწყობს სახელმწიფო (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო) ორგანოს ან დაწესებულების საექსპორტო კომისია. 2. დოკუმენტის შემფასებელი ექსპერტიზის წესებს ადგენს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად განსაზღვრავს დოკუმენტების შენახვის ვადას. საქართველოს 2000 წლის 10 ნოემბრის კანონი №598-სსმI,№43,01.12.2000წ.,მუხ.124     მუხლი 9🔗 1. ეროვნული საარქივო ფონდი შეივსება ყველა იმ დოკუმენტისაგან, რომელიც: ა) წარმოიქმნა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის პროცესში; ბ) გადაეცა საქართველოს  სამართალმემკვიდრეობის საფუძველზე;  გ) გადასულია სახელმწიფო საკუთრებაში ჩუქების, ანდერძის გადაცემის, შესყიდვის ან სხვა კანონიერ საფუძველზე; დ) წარმოიშვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პროცესში;  ე) წარმოიშვა პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის პროცესში; ვ) წარმოიშვა კონფესიური გაერთიანების საქმიანობის პრცესში; ზ) წარმოიშვა იურიდიული პირების საქმიანობის პროცესში, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ან შეძენილია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ან ამ პირთა საკუთრებაა. 2. დოკუმენტის მიკუთვნება ეროვნული საარქივო ფონდისათვის არ ნიშნავს მასზე საკუთრების ფორმის შეცვლას. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3652-სსმI,№44,27.11.2006წ.,მუხ.300     მუხლი 10🔗 მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ დოკუმენტებს ეროვნული საარქივო ფონდისათვის მიკუთვნების მიზნით უნდა ჩაუტარდეს შემფასებელი ექსპერტიზა და დამუშავება. სხვა დოკუმენტებს შემფასებელი ექსპერტიზა ჩაუტარდება მათი მესაკუთრის სურვილით. საქართველოს 1997 წლის 11 ნოემბრის კანონი №1051-პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.53 საქართველოს 2000 წლის 10 ნოემბრის კანონი №598-სსმI,№43,01.12.2000წ.,მუხ.124      მუხლი 11🔗 1. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებები, ორგანიზაციები და საწარმოები საკუთარი სახსრებით ახორციელებენ თავიანთი საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტების შერჩევასა და დამუშავებას. სახელმწიფო თავისი სახსრებით უზრუნველყოფს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დოკუმენტების შერჩევასა და დამუშავებას. 2. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა ტარდება სახელმწიფო სახსრებით. 3. საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური და კონფესიური გაერთიანებები, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირები, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ვალდებული არიან, საკუთარი სახსრებით განახორციელონ თავიანთი კუთვნილი დოკუმენტების შერჩევა, დამუშავება და ექსპერტიზა, თუ სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოსთან დადებული ხელშეკრულებით. 4. დოკუმენტის შერჩევა, დამუშავება და ექსპერტიზა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებითა და კრიტერიუმებით. საქართველოს 2000 წლის 10 ნოემბრის კანონი №598-სსმI,№43,01.12.2000წ.,მუხ.124 საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3652-სსმI,№44,27.11.2006წ.,მუხ.300 თავი IV ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა     მუხლი 12🔗 1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს მუდმივად ინახავენ საქართველოს  სახელმწიფო არქივები. 2. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მუდმივად შენახვის უფლება აქვთ: ა) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქივს და ხელნაწერთა ინსტიტუტს; ბ) საქართველოს კულტურის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიის მუზეუმებს; გ) საქართველოს  გეოლოგიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის  სახელმწიფო დეპარტამენტს - გეოლოგიური და კარტოგრაფიულ-გეოდეზიური ფონდის დოკუმენტების; დ) საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტს – ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების ეროვნული ფონდის დოკუმენტების; ე) საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტს-სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების საინფორმაციო ფონდის დოკუმენტების;  ვ) კერძო არქივებს.  3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული სუბიექტი უარს განაცხადებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მუდმივ შენახვაზე, იგი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტი გადასცეს სახელმწიფო არქივს. გადაცემის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. 4. საზოგადოებრივ ორგანიზაციას, პოლიტიკურ და კონფესიურ გაერთიანებას, ფიზიკურ და იურიდიულ პირს, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, უფლება აქვს შეინახოს ეროვნულ საარქივო ფონდს მიკუთვნებული თავისი დოკუმენტი, (გარდა მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული სახელმწიფო ორგანოების საარქივო დოკუმენტებისა) თუ იგი უზრუნველყოფს მის დაცვას. 5. დოკუმენტის შენახვისა (მათ შორის მუდმივად შენახვის) და დაცვის ნორმებსა და წესებს ადგენს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტი და სახელმწიფო არქივები. ამ ორგანოებს უფლება აქვთ გააკონტროლონ დოკუმენტის შენახვისა და დაცვის პირობები. საქართველოს 1997 წლის 11 ნოემბრის კანონი №1051-პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.53 საქართველოს 2000 წლის 10 ნოემბრის კანონი №598-სსმI,№43,01.12.2000წ.,მუხ.124     მუხლი 13🔗 1. ეროვნული საარქივო ფონდის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს დოკუმენტის შენახვა და დაცვა. 2. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მფლობელი ვერ უზრუნველყოფს მის შენახვასა და დაცვას, საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის  კომისიის აქტის საფუძველზე აღნიშნული დოკუმენტი გადაეცემა სახელმწიფო არქივს დეპოზიტური დაცვისათვის. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს წესით. 3. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მფლობელის მიერ დოკუმენტის შენახვისა და დაცვის წესების განზრახ დარღვევის შემთხვევაში, საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტს უფლება აქვს სასამართლოს წინაშე აღძრას სარჩელი მისთვის დოკუმენტის ჩამორთმევისა და სახელმწიფო არქივისათვის გადაცემის შესახებ. 4. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის დაკარგვის, დაზიანების ან ადგილსამყოფელის შეცვლის შემთხვევაში დოკუმენტის მფლობელმა (მესაკუთრემ) უნდა აცნობოს ამის შესახებ მითითებულ სახელმწიფო ორგანოს.     მუხლი 14🔗 ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია დეპოზიტური დაცვისათვის გადასცეს არქივს თავისი დოკუმენტი. სახელმწიფო არქივი ვალდებულია მიიღოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი დეპოზიტური დაცვისათვის. თუ ამ დოკუმენტის მფლობელი (მესაკუთრე) ვერ უზრუნველყოფს მის დაცვას.     მუხლი 15🔗 1. სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებითი შენახვის მიზნით იქმნება საუწყებო არქივი. დოკუმენტების შენახვა შეიძლება დაეკისროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებსაც. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები საუწყებო არქივებში ან სტრუქტურულ ქვედანაყოფებში ინახება დადგენილი წესით. სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვის ვადებს შესაბამისი ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტი. 2. სახელმწიფო ორგანოები და დაწესებულებები უზრუნველყოფენ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვასა და დაცვას მუდმივ შესანახად მათ გადაცემამდე. 3. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტს შეექმნა დაკარგვის ან დაზიანების საფრთხე, მაშინ იგი მუდმივად შესანახად გადაეცემა საუწყებო შენახვის ვადის გასვლამდე.  საქართველოს 1997 წლის 11 ნოემბრის კანონი №1051-პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.53 საქართველოს 2000 წლის 10 ნოემბრის კანონი №598-სსმI,№43,01.12.2000წ.,მუხ.124     მუხლი 16🔗 1. იმ ფიზიკური პირის გარდაცვალების ან იურიდიული პირის რეორგანიზაციის დროს, რომელთანაც ინახებოდა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, მისი მემკვიდრე (უფლებამონაცვლე) ვალდებულია აცნობოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტს ან სახელმწიფო არქივს თავისი ვინაობა და დოკუმენტის შენახვის ადგილი. მემკვიდრე (უფლებამონაცვლე) ვალდებულია უზრუნველყოს დოკუმენტის შენახვა და დაცვა დადგენილი წესით. 2. იმ იურიდიული პირის ლიკვიდაციის დროს, რომელთანაც ინახებოდა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, სალიკვიდაციო კომისიამ (ლიკვიდატორებმა) უნდა უზრუნველყონ საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თავისუფლად დაშვება ამ დოკუმენტთან. ამ დოკუმენტის დამუშავებისა და სახელმწიფო არქივში გადაცემის ხარჯებს გაიღებს სალიკვიდაციო კომისია. 3. ლიკვიდირებული იურიდიული პირისაგან სახელმწიფო არქივების მიერ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ვადამდე მიღება შეიძლება მხოლოდ უფლებამონაცვლის არარსებობის შემთხვევაში. საქართველოს 2000 წლის 10 ნოემბრის კანონი №598-სსმI,№43,01.12.2000წ.,მუხ.124 თავი V ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დამუშავება და შენახვა     მუხლი 17🔗 1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები, განურჩევლად შენახვის ადგილისა, აღირიცხება ცენტრალიზებულად. დოკუმენტები აღირიცხება ფონდებად (კოლექციებად) და შესანახ ერთეულებად. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებულ აღრიცხვას აწარმოებს საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტი. 2. პირი, რომელიც ინახავს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს, ვალდებულია დამუშავოს იგი და შეადგინოს ღნობა მისი ცენტრალიზებული აღრიცხვის მიზნით. 3. დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესს, აგრეთვე აღრიცხვისათვის საჭირო ცნობის ფორმას ადგენს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტი. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მუდმივად შენახვის უფლების მქონე დაწესებულებები ვალდებულნი არიან საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტს მონაცემები წარუდგინონ დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფორმით. საქართველოს 2000 წლის 10 ნოემბრის კანონი №598-სსმI,№43,01.12.2000წ.,მუხ.124     მუხლი 18🔗 საარქივო დაწესებულებას შეუძლია გაუწიოს ფასიანი მომსახურება ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მისი კუთვნილი იმ დოკუმენტების დამუშავებისა და აღრიცხვის მიზნით, რომელიც წეიძლება მიეკუთვნოს ეროვნულ საარქივო ფონდს.  საქართველოს 2000 წლის 10 ნოემბრის კანონი №598-სსმI,№43,01.12.2000წ.,მუხ.124 თავი VI ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობა     მუხლი 19🔗 1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტით სარგებლობა თავისუფალია. დაინტერესებულ პირს შეუძლია საინფორმაციო-საძიებო სისტემის მეშვეობით მოძებნოს და გაეცნოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს ან მის პირს, გააკეთოს ამორნაწერები მისგან, აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის პირი. სახელმწიფო საკუთრების დოკუმენტთან დაშვების წესს განსაზღვრავს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტი.ხოლო ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილ დოკუმენტთან კი-ეს პირი; დოკუმენტთან დაშვების წესით დაინტერესებულ პირს უნდა მიეცეს დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა. 2. სარგებლობის უფლება შეზღუდულია: ა) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტებისა - სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით; ბ) მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ან ქონების ამსახველი დოკუმენტებისა, მათ შორის სისხლის სამართლის პროცესის მასალებისა სხვა პირთავის - მათი შექმნიდან 75 წლის ვადით. საქართველოს 1997 წლის 11 ნოემბრის კანონი №1051-პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.53 საქართველოს 2000 წლის 10 ნოემბრის კანონი №598-სსმI,№43,01.12.2000წ.,მუხ.124     მუხლი 20🔗 1. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს მოსთხოვოს არქივს არ დაუშვას მისი კუთვნილი დოკუმენტის გამოყენება ან საჯაროდ ჩვენება მის მიერ განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ამ დოკუმენტის შექმნიდან 75 წლისა. 2. აღნიშნული მოთხოვნა შეიძლება წამოყენებულ იქნეს აგრეთვე დოკუმენტის გასხვისების, სარგებლობაში ან დეპოზიტური შენახვისთვის გადაცემის დროს.      მუხლი 21🔗 ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტით სარგებლობისას ფიზიკური ან იურიდიული პირი პასუხს აგებს დოკუმენტის შინაარსის დამახინჯებისა და ფალსიფიკაციისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 22🔗 ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს დოკუმენტის შენახვის ადგილი და მესაკუთრე.     მუხლი 23🔗 1. სახელმწიფო არქივს შეუძლია განახორციელოს თავისი ფუნქციების შესაბამისი პროფილური სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო მიღებული მოგება განკარგოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოების, დოკუმენტების შენახვისა და დაცვის გაუმჯობესების, აგრეთვე მუშაკთა დამატებითი ანაზღაურების მიზნით. მას შეუძლია უფასოდ მომსახურებაც, თუ ამ კანონით სხვა რამ არის განსაზღვრული. 2. კერძო არქივს შეუძლია სამეწარმეო მიზნით გამოიყენოს დოკუმენტი, თუ ექნება მისი მესაკუთრის წინასწარი თანხმობა. 3. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მესაკუთრეს უფლება აქვს მოსთხოვოს შესაბამისი წილი არქივს, რომელიც სამეწარმეო მიზნით გამოიყენებს მის დოკუმენტს. წილის ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.     მუხლი 24🔗 იურიდიული პირი, რომელთანაც ინახება ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, ვალდებულია გასცეს დოკუმენტის დამოწმებული პირი, ცნობა ან დოკუმენტის ამონაწერი მომსახურების დადგენილი ვადებისა და ტარიფების შესაბამისად. საქართველოს 2000 წლის 10 ნოემბრის კანონი №598-სსმI,№43,01.12.2000წ.,მუხ.124 თავი VII ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების განკარგვა     მუხლი 25🔗 ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს თავისუფლად განკარგოს ეროვნულ საარქივო ფონდს მიკუთვნებული თავისი დოკუმენტი, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.     მუხლი 26🔗 1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის გასხვისებამდე მისმა მესაკუთრემ წინასწარ უნდა აცნობოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტს გასაყიდი ფასი და გასხვისების სხვა პირობები, ხოლო გასხვისების შემდეგ - დოკუმენტის ახალი მფლობელის ვინაობა. 2. პირი, რომელიც ვაჭრობს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებით ან ეწევა ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ სხვა სამეწარმეო საქმიანობას, ვალდებულია წარუდგინოს აღნიშნულ სახელმწიფო ორგანოს ვაჭრობისათვის ან სხვა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი დოკუმენტის მონაცემები. 3. თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი ყიდის თავის დოკუმენტს, საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს მისი შესყიდვის უპირატესი უფლება. 4. ამ მუხლის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ფიზიკური ან იურიდიული პირის დადებული გარიგება ჩაითვლება ბათილად, ხოლო დოკუმენტი შეიძლება ჩამოერთვას მას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.     მუხლი 27🔗 1. აკრძალულია სახელმწიფო საკუთრების ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის საზღვარგარეთ გატანა. განსაკუთრებულ შემთხვევაში საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტს შეუძლია საქართველოს  პრეზიდენტთან შეთანხმებით გასცეს აღნიშნული დოკუმენტის საზღვარგარეთ დროებით გატანის ნებართვა. 2. დასაშვებია ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილი ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის დროებით გატანა საზღვარგარეთ საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის ნებართვის საფუძველზე, თუ საქართველოში რჩება ამ დოკუმენტის პირი. საქართველოს 1997 წლის 11 ნოემბრის კანონი №1051-პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.53 თავი VIII ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების განადგურება     მუხლი 28🔗 აკრძალულია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის განადგურება საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის  უნებართვოდ. აღნიშნული ორგანო ადგენს დოკუმენტის განადგურების წესს. თავი IX საერთაშორისო თანამშრომლობა     მუხლი 29🔗 საქართველოს საარქივო საქმის განვითარების მიზნით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თანამშრომლობა ხორციელდება როგორც ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებისა და მათი პირების ურთიერთგაცვლით, ისე უცხოელი მოქალაქეებისა ან იურიდიული პირების, საერთაშოროსო ორგანიზაციების დაშვებით ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან ამ კანონით დადგენილი წესით. თავი X პასუხისმგებობა ამ კანონის დარღვევისათვის     მუხლი 30🔗 ამ კანონის დამრღვევი პირი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სახელმწიფოს მეთაური                                                     ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პარლამენტის სპიკერი                                                                            ვახტანგ  გოგუაძე  თბილისი, 1995 წლის 2 მაისი. №725-IIს შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს 1997 წლის 11 ნოემბრის კანონი №1051-პარლამენტის უწყებანი,№45,21.11.1997წ.,გვ.53 2. საქართველოს 2000 წლის 10 ნოემბრის კანონი №598-სსმI,№43,01.12.2000წ.,მუხ.124 3. საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3652-სსმI,№44,27.11.2006წ.,მუხ.300 4. ძალადაკარგულია- საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4205-სსმI,№51,31.12.2006წ.,მუხ.441