განჩინება შპს „MYFIRM.GE“-ს გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/20315-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/20315-15

 

 

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

2015 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი – შპს ,,MYFIRM.GE’’ (საიდენტიფიკაციო კოდი 4049317763)

დირექტორი –  გიორგი გოგეშვილი

წარმომადგენელი – მიხეილ ზურაბაშვილი

მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა ერთპიროვნულად განიხილა შპს ,,MYFIRM.GE’’-ის დირექტორის გიორგი გოგეშვილის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებდა

 

გამოარკვია :

 

2015 წლის 8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა

კოლეგიას

განცხადებით მომართა

შპს ,,MYFIRM.GE’’-ის

დირექტორმა

გიორგი

გოგეშვილმა და მოითხოვა შპს ,,MYFIRM.GE’’-ს მიმართ გაკოტრების

საქმის

წარმოების

დაწყება, ვინაიდან

შპს ,,MYFIRM.GE’’-ს

არ შესწევს

უნარი

დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.

 

 

 

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონისშესაბამისად, არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგგარემოებათა გამო:

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს,,MYFIRM.GE’’-ს არ გააჩნია არავითარი ქონება, არ გააჩნია ფულადი თანხებიანგარიშზე, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯებისდაფარვას.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველიმუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის(კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში,მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნებისდაკმაყოფილება, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ქონებისრეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით, კრედიტორთა მოთხოვნებისდაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნისშემთხვევაში, ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერცერთი მიზანი,ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით შპს ,,MYFIRM.GE’’-ს საბანკოანგარიშებზე არ ერიცხება თანხა, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდანგამომდინარე (არ არსებობს არანაირი ქონება) ვერ იქნება მიღწეული გაკოტრებისსამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუკრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულისაპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად, პირველირიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც, ასევე, პრაქტიკულად შეუძლებელია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

და ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,MYFIRM.GE’’-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 4049317763) დირექტორს გიორგი გოგეშვილს უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა 5 დღის ვადაში, მხარეზე განჩინების გადაცემის ან გამოცემის დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი).

 

მოსამართლე      თამარ ჭუნიაშვილი