,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-49/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.035.016358
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-49/ნ

2015 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-46/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 12/12/2013; 040030000.22.035.016229) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის: 
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრის საქმიანობის მიზნებია:

ა) საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხარისხიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროსათვის, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და/ან სხვა დაინტერესებული პირებისათვის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო და/ან სატრენინგო მომსახურების მიწოდება (სასწავლო/სატრენინგო პროგრამების სახით) ან მისი განხორციელების ხელშეწყობა/უზრუნველყოფა.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „კ-პ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„კ) სამინისტროსათვის, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და/ან სხვა დაინტერესებული პირებისათვის სასწავლო და/ან სატრენინგო მომსახურების (მათ შორის დისკუსიების, თემატური სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების და სხვა სასწავლო სახის პროექტების ორგანიზება და/ან განხორციელება) გაწევა;

ლ) სხვადასხვა ხასიათის სასწავლო პროექტების, სასწავლო მასალების, მეთოდური სახელმძღვანელოების შექმნა;

მ) სააგენტოს თანამშრომელთათვის და მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დაინტერესებული პირების/ორგანიზაციებისათვის გამოცდების, გასაუბრებების, ტესტირებების ორგანიზება და ჩატარება;

ნ) სწავლებების, სემინარების, კონფერენციების და სხვა სასწავლო/სატრენინგო  პროგრამების/პროექტების დასრულების შემდეგ, საჭიროებისამებრ, შესაბამისი მოწმობებისა და სერტიფიკატების გაცემა;

ო) სასწავლო/სატრენინგო პროცესის წარმართვისათვის და/ან ორგანიზებისათვის სხვა მომსახურებების უზრუნველყოფა;

პ) ამ პუნქტის „კ-ო“ ქვეპუნქტებში მითითებული ფუნქციების გარდა, ცენტრი, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს სხვადასხვა ორგანიზაციისათვის თანამშრომელთა, სპეციალისტთა, სტაჟიორთა, სტაჟირების კანდიდატთა, ფიზიკურ და სხვა დაინტერესებულ პირთა მოსამზადებლად სასწავლო კურსების, სხვადასხვა სახის სასწავლო, მათ შორის კვალიფიკაციის ამაღლების, პროექტების ორგანიზებასა და განხორციელებას, ასევე გამოცდების, გასაუბრებების, ტესტირებების ორგანიზებასა და ჩატარებას.“.

2. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ზრუნავს ცენტრის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებაზე, უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.10.2015.
როდის იქნა მიღებული „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 27.10.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-49/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.035.016358.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.10.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №01-46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №01-49/ნ, 27.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.016358 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.10.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3029968/