მიწის რეგისტრაციისა და პილოტურ არეალებში საკადასტრო მონაცემების სრულყოფის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №106
სარეგისტრაციო კოდი 370040000.22.027.016610
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/10/2015
matsne.gov.ge 243 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 03.08.2016 „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის №231 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 28.07.2016 მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონი 84% 03.06.2016 გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი საქართველოს კანონი 83% 01.06.2017 მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოსაკრებლის შემოღებისა და სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 83% 08.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

მიწის რეგისტრაციისა და პილოტურ არეალებში საკადასტრო მონაცემების სრულყოფის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №106 2015 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი მიწის რეგისტრაციისა და პილოტურ არეალებში საკადასტრო მონაცემების სრულყოფის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს თანდართული მიწის რეგისტრაციისა და პილოტურ არეალებში საკადასტრო მონაცემების სრულყოფის სტრატეგია. 2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ ეცნობოს ა) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს; ბ) საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს; გ) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს; დ) საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს; ე) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს. 3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ“ ამ ბრძანების ამოქმედებიდან ა) ერთი თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინოს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, მისგან გამომდინარე საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტებთან ერთად; ბ) 60 დღის ვადაში შეიმუშაოს „მიწის რეგისტრაციისა და პილოტურ არეალებში საკადასტრო მონაცემების სრულყოფის სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“ და განსაზღვროს საველე სამუშაოების შესრულების ტექნიკური პირობები; გ) 60 დღის ვადაში განსაზღვროს პილოტური პროექტის სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების გეგმა, საშტატო განრიგი, სამუშაო აღწერილობა, პილოტური პროექტის განხორციელების გრაფიკი და ხარჯთაღრიცხვა; შეიმუშაოს პილოტური პროექტის მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგია. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი