მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;
დ) ამ კანონის 112-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს მოხელის კანონიერი ნდობის გამომრიცხველი გარემოება;
ე) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2210 – ვებგვერდი, 15.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.11.2022 კანონი №2210
წინა რედაქცია (11.11.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 108. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების სხვა საფუძვლები მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს: ა) პირადი განცხადების საფუძველზე, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო; დ) ამ კანონის 112-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს მოხელის კანონიერი ნდობის გამომრიცხველი გარემოება; ე) „საჯარკო დაწესებრულებაშფციინტერესთ წინა შეუთავსღმდეგ ბლრძობლისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.