ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.10.2015
ძალის დაკარგვა 30.04.2018
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.127.016193
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 656 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.10.2015 მიღება
30.04.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
ბინა მრავალბინიან სახლში
მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური  საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს    ერთ    სისტემაში    გაერთიანებული     მომიჯნავე    სათავსების     ერთობლიობა     ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის.
მუხლი 2
დაინტერესებული პირი
ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე,                    რომლის     კანონიერ     ინტერესზე     პირდაპირ     და     უშუალო     გავლენას     ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.
მუხლი 2
კანონიერი მოსარგებლე
ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.
მუხლი 2
შენობა
სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული  სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით.
მუხლი 2
ინდექსი
რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვნივ ზევით.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 2015 წლის 30 ოქტომბერი ქ. ზესტაფონი      ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის, „დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №358 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  „ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხებისა,   მრავალბინიანი    სახლების   სადარბაზოებისა    და   ბინების   ნუმერაციის   წესი“,   დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ   დადგენილების   ამოქმედებისთანავე   ძალადაკარგულად   გამოცხადდეს   „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, პარკების, სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ქუჩების, მოედნების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2015 წლის 24 ოქტომბრის №25 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, 24/09/2015;  სარ. კოდი: 010250020.35.127.016185). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე დანართი №1 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, მოედნების, გამზირების,    შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების  ნუმერაციის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი წინამდებარე   წესი   განსაზღვრავს   ზესტაფონის   მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე   ქუჩების,   მოედნების, გამზირების,   შესახვევების,   ჩიხების,   მრავალბინიან   სახლებში   სადარბაზოებისა   და  ბინების  ნუმერაციის პირობებსა და წესს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1.  ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური  საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს    ერთ    სისტემაში    გაერთიანებული     მომიჯნავე    სათავსების     ერთობლიობა     ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის. 2.  დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე,                    რომლის     კანონიერ     ინტერესზე     პირდაპირ     და     უშუალო     გავლენას     ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია. 3. კანონიერი მოსარგებლეფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით. 4.  შენობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული  სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით. 5.  ინდექსი – რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვნივ ზევით. მუხლი 3🔗. უფლებამოსილი ორგანოები გადაწყვეტილებას   ქუჩების,   მოედნების,   გამზირების,   შესახვევების,   ჩიხების,   მრავალბინიან   სახლებში სადარბაზოებისა  და ბინების ნუმერაციის  შესახებ, მუნიციპალიტეტის  გამგეობის შესამისი სამსახურის მიერ მომზადებული  გადაწყვეტილების  პროექტის გათვალისწინებით,  გამგებლის წარდგინებით,  იღებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუხლი 4🔗. ნუმერაციის მოთხოვნა 1. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე. 2. ადმინისტრაციული  წარმოების  დაწყების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ   აღნიშნული  ბინის/ბინების   უფლების    ან კანონიერი     სარგებლობის   დამადასტურებელი დოკუმენტი. მუხლი 5🔗. ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების ნუმერაციის საფუძველი ქუჩების,  მოედნების,  გამზირების,  შესახვევების,  ჩიხების  ნუმერაციის  შეცვლის  ან/და ახალი  ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა; ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება; გ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა; დ) სხვა ხდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა. მუხლი 6🔗. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი 1.  მრავალბინიან  სახლებში  სადარბაზოებისა  და ბინების ნუმერაციის  შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) სადარბაზოს/სადარბაზოების  ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა; ბ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება; გ)  არსებულ  დოკუმენტებში  სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის   მინიჭებული ნომრების აღრევა; დ)  სხვა ცდომილება  რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების  ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა. 2. ნუმერაცია   დაუშვებელია,   თუ   მესაკუთრეს   ან   კანონიერ   მოსარგებლეს   არ  გააჩნია  ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს. 3.  მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ. მუხლი 7🔗.  ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების ნუმერაციის წესი ქუჩების, მოედნების, გამზირების, შესახვევების, ჩიხების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების ნუმერაცია ხდება  არაბული  ნატურალური  ციფრით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში,  შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე – არაბულ ციფრზე ქართული ანბანის ასოს ინდექსის ინდექსის დამატებით. მუხლი 8🔗. გადაწყვეტილების მიღების წესი 1.    განცხადებას    ქუჩების,    მოედნების,    გამზირების,    შესახვევების,    ჩიხების,    მრავალბინიან    სახლებში სადარბაზოების,    ბინების    ნუმერაციის    შესახებ    განიხილავს    ზესტაფონის    მუნიციპალიტეტის    გამგეობის შესაბამისი სამსახური, რომელიც საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსით დადგენილ ვადებში გამგებელს წარუდგენს განკარგულების პროექტს ნუმერაციის თაობაზე საკრებულოსთვის წარსადგენად. 2.  საკრებულოს   აპარატი  ვალდებულია   განკარგულება   ნუმერაციის   მინიჭების   თაობაზე    გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა  და სსიპ – სახელმწიფო  სერვისების  განვითარების  სააგენტოს  მონაცემთა  ბაზაში  ცვლილებების შეტანის მიზნით.