საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომლებზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი
მიღების თარიღი 29.10.2015
ძალის დაკარგვა 22.11.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №153
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.038.016568
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომლებზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №153
2015 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხის, რომლებზედაც პირები სპეციალური კონკურსის გარეშე ინიშნებიან, აგრეთვე თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ
,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხა, რომლებზედაც პირები სპეციალური კონკურსის გარეშე ინიშნებიან, აგრეთვე თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშვნის წესი თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხა, რომლებზედაც პირები სპეციალური კონკურსის გარეშე ინიშნებიან, აგრეთვე თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშვნის წესი
მუხლი 1🔗
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (შემდგომში –
სამსახური) სპეციალური კონკურსის გარეშე ინიშნებიან სამსახურის შემდეგი მოსამსახურეები:
ა) სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი;
ბ) სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
გ) სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავებისა და ბაზების ოპერირების სამმართველოს უფროსი;
დ) სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავებისა და ბაზების ოპერირების სამმართველოს მოსამსახურეები;
ე) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი;
ვ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე;
ზ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
თ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი;
ი) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი;
კ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ლ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
მ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველო) უფროსი;
ნ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი;
ო) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შტაბის (სამმართველო) უფროსი;
პ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი;
ჟ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველო) უფროსის მოადგილე;
რ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ს) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შტაბის (სამმართველო) უფროსის მოადგილე;
ტ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
უ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის განყოფილების უფროსი;
ფ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის განყოფილების უფროსი (შტაბის უფროსი);
ქ) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის განყოფილების უფროსი (სამორიგეოს უფროსი);
ღ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი;
ყ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე;
შ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების განყოფილების უფროსი;
ჩ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების სექტორის მენეჯერი.
მუხლი 2🔗
1. ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე კანდიდატი ინიშნება პირადი განცხადების საფუძველზე, თუ იგი აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2. ამ წესით განსაზღვრულ თანამდებობებზე დასანიშნი პირი გადის სპეციალურ შემოწმებას.
3. ამ წესით განსაზღვრულ თანამდებობაზე კანდიდატი ინიშნება დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.