,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 29.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/464
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.024.016394
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/10/2015
matsne.gov.ge 1,022 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის და ეკონომიკური რეფორმების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 29.05.2017 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 81% 05.04.2016 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 79% 09.03.2016 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 77% 23.07.2015 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 77% 16.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/464 2015 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.  მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 26 აპრილის №1-1/99 ბრძანება.  მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დანართი საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოხელეთა   დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება ან/და   IT Infrastructure Library v3 Foundation ან/და Microsoft  Certified Solutions Expert ან/და Cisco Certified Network Professional (CCNP) (Routing And Switching ან/და Security) ან/და VMware Certified Advanced Professional 5  Data Center Administration (VCAP5-DCA) ან/და Linux Network Professional Certification (LPIC-2) საერთაშორისო სერტიფიკატი  (უპირატესობა მიენიჭება IT Infrastructure Library v3 Foundation სერტიფიკატს); ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. 2. ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება ან/და IT Infrastructure Library v3 Foundation ან/და Microsoft  Certified Solutions Expert ან/და Cisco Certified Network Associate (CCNA) (Routing And Switching ან/და Security) ან/და VMware Certified Advanced Professional 5  Data Center Administration (VCAP5-DCA) ან/და Linux Network Professional Certification (LPIC-2) ან/და Oracle Certified Professional – Java SE 8/7/6 Programmer საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. მუხლი 2🔗. სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველო 1. სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ან/და IT Infrastructure Library v3 Foundation ან/და Cisco Certified Network Associate (CCNA R&S ან Security) ან/და MCSA Solutions Associate Windows 2012 Server ან/და VMware Certified Associate VCA-DCV ან/და Linux LPIC – 1 საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ)  ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა; დ) Linux-ის (Сentos/RedHat), Windows Server (2008/R2 2012/R2)-ის ოპერაციული სისტემების, Vmware  (ESXi 4/5/6) და Cisco-ს ქსელური ინფრასტრუქტურის ზოგადი ცოდნა. 2. სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (Windows სისტემის ადმინისტრატორი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება  ან/და  MCSA Solutions Associate Windows Server 2008 ან 2012 საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიებში სისტემების ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება; გ)Windows Server 2008 R2-სა და Windows Server 2012 R2 ოპერაციული სისტემებისა და მასში არსებული სერვისების – Active Directory, DNS, DHCP, File Sharing, IIS, WSUS-ის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირების ცოდნა; დ) მომხმარებელთა ჯგუფური მართვის პოლიტიკის (Group policy) კონფიგურაცია და ადმინისტრირების ცოდნა; ე) Microsoft Exchange 2010, TMG, Lync 2010, Sharepoint 2010 და MS Project Server 2010 ინსტალაციის, კონფიგურაციისა და ადმინისტრირების ცოდნა; ვ) Microsoft SQL Server 2008 R2 ინსტალაციისა და კონფიგურაციის ზოგადი ცოდნა; ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. 3. სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:   ა) უმაღლესი  განათლება ან/და  MTA Technology Associate  ან/და MCSA Solutions Associate Windows 8 ან Windows 7 ან/და CompTIA IT Fundamentals საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) ოპერაციული სისტემისა და დამატებითი პროგრამების ინსტალაციისა და კონფიგურაციის ცოდნა; დ) გარე პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაციისა და კონფიგურაციის ცოდნა; ე) IP ტელეფონების კონფიგურაციის (XML ფაილის მეშვეობით), IP ტელეფონის სერვერის მხარდაჭერის, ამონაწერების მომზადების, მომხმარებლის რეგისტრაციისა და ცვლილების უზრუნველყოფის ცოდნა;   ვ) Active Directory-ში მომხმარებლის დამატებისა და ჯგუფებში გაწევრიანების ცოდნა; ზ) მობილურ მოწყობილობებზე ელექტრონული ფოსტის კონფიგურაციისა და ინტერნეტის ჩართვის ცოდნა; თ)  ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. 4. სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება ან/და  MTA Technology Associate  ან/და MCSA Solutions Associate ან/და CompTIA IT Fundamentals საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის სფეროში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი  გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას ცხელი ხაზის – პირველადი მხარდაჭერის სფეროში); გ) გარე პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაციისა და კონფიგურაციის ცოდნა; დ) სასურველია IP ტელეფონის სერვერის მხარდაჭერის, ამონაწერების მომზადების, მომხმარებლის რეგისტრაციისა და ცვლილების უზრუნველყოფის ცოდნა;  ე) მობილურ მოწყობილობებზე ელექტრონული ფოსტის კონფიგურაციისა და ინტერნეტის ჩართვის ცოდნა; ვ) სასურველია Active Directory-ში, Exchange Server-ზე მომხმარებლის დამატებისა და ჯგუფებში გაწევრიანების ცოდნა; ზ)  ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. მუხლი 3🔗. პროგრამული განვითარების სამმართველო 1. პროგრამული განვითარების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება ან/და Oracle Certified Professional – Java SE 8/7/6 Programmer საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი, მათ შორის,  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; გ) OOP PHP, Css, HTML, XML, Javascript, Java EE, Oracle, MySql, MS SQL, T-SQL, Project build Tools: Maven, Software versioning and revision control system: SVN, Web Services კარგად ცოდნა; დ)  ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. 2. პროგრამული განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (Java პროგრამისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება ან/და Oracle Certified Associate ან/და Java SE 7, SE 5/6 SE 8 საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) Css, HTML, XML, Javascript, Java EE,  Spring, Angular, Oracle, MySql, PostgreSQL,   Project build Tools: Maven, Software versioning and revision control system: SVN, Web Services კარგად ცოდნა; დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. 3. პროგრამული განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (ვებპროგრამისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:   ა) უმაღლესი  განათლება ან/და Zend PHP Certification საერთაშორისო სერტიფიკატი; ბ) ვებპროგრამირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) OOP PHP, Css, HTML, XML, Javascript, Jquery, MySql, PostgreSQL, Adobe Photoshop Web Services კარგად ცოდნა; დ)  ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი