შპს „სვნ კომპანი“-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/17943-15
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 2/17943-15

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

201 5 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

განმცხადებელი : შპს ,,სვნ კომპანი”(ს/კ 404483233)

წარმომადგენელი : გიორგი ზედგინიძე

მოთხოვნა : გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,სვნ კომპანის”(ს/კ 404483233) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „სვნ კომპანის” (ს/კ 404483233) წარმომადგენელმა გიორგი ზედგინიძემ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „სვნ კომპანი” (ს/კ 404483233) დაფუძნდა 2014 წლის 3 დეკემბერს. საზოგადოების ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა უძრავი ქონების მართვა. დღეისათვის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გართულებულია, მისი დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს 135 169,26 ლარს, რომელსაც ყოველდღიურად ერიცხება საურავი. კომპანიას არ აქვს უძრავ/მოძრავი ქონება, ანგარიშზე არ ერიცხება თანხები, არ არის რაიმე სხვა საწარმოს წილის მფლობელი. ამასთან, არ აქვს უნარი შეასრულოს ვადამოსული ვალდებულება, რის გამოც ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს ,,სვნ კომპანის”(ს/კ 404483233) უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, კრედიტორს განემარტა, რომ შეეძლო მოემართა სასამართლოსათვის შპს ,,სვნ კომპანის” (ს/კ 404483233) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 სექტემბრის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 22 სექტემბერს; სსიპ - შემოსავლების სამსახურს ჩაჰბარდა 2015 წლის 21 სექტემბერს. განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შპს ,,სვნ კომპანის”(ს/კ 404483233) კრედიტორს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ის გარემოება, რომ შპს ,,სვნ კომპანის”(ს/კ 404483233) კრედიტორმა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ მიმართა სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს ,,სვნ კომპანის”(ს/კ 404483233) გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,სვნ კომპანი”(ს/კ 404483233) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,სვნ კომპანის”(ს/კ 404483233) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს განმცხადებელმა.

3. მოვალე შპს ,,სვნ კომპანის”(ს/კ 404483233) დაევალოს აღნიშნული განჩინების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.

მოსამართლე:  ბესიკ სისვაძე