სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცესის ხელშეწყობისათვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 30.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №562
სარეგისტრაციო კოდი 370080000.10.003.018948
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/11/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.10.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინათმესაკუთრეთა ცალკეული ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში სახელმწიფოს თანამონაწილეობის წესის დამტკიცების თაობაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატსა (გლუკი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გაფორმებულ საგრანტო ხელშეკრულებაში (0000000257) ცვლილების შეტანის შესახებ საგრანტო ხელშეკრულების პროექტის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცესის ხელშეწყობისათვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №562
2015 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცესის ხელშეწყობისათვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსახლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ –
„სოციალური მომსახურების სააგენტოს“, მის მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან“ და „სახელმწიფო გასაცემლების (სახელმწიფო პენსია/საპენსიო პაკეტი, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი) მიმღებთა ბაზასთან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სრული წვდომისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი