📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.10.2015
ძალის დაკარგვა 08.01.2018
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №47
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.153.016297
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 782 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.10.2015 მიღება
08.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გურამ ანსიანი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
სახელი და გვარი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №47 2015 წლის 30 ოქტომბერი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის, მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №1 დადგენილების  მე-16 მუხლის შესაბამისად,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი თანდართული ფორმით (დანართი №1). 2. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ფორმა (დანართი №2). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის №9 დადგენილება. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის  1 ნოებრის შემდეგ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი დანართი №1 მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება  ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომებში, მის ორგანოთა მუშაობაში (კომისია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) მონაწილეობის მიღებისა და ამომრჩეველთან შეხვედრებისათვის  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა      საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილების მიღებისა და ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარითა და  50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით. მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრებისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოს სხდომებსა, კომისიების სხდომებსა და დროებით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილების მიღებისთვის ხარჯის ანაზღაურება 1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების მე-2 მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით. 2. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ადგენს მოხსენებით ბარათს, ყოველი თვის 01(პირველი) რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (დანართი №2). 3. საკრებულოს წევრის, საკრებულოს და  საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობა დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით ან/და სატაბელო ფურცელით. 4. საკრებულოს წევრმა საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების (კომისია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, წინასწარ, სხდომის ჩატარებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. თუ საკრებულოს წევრმა, სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა განცხადება წერილობითი ან ელექტრონული სახით, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად. 5. საკრებულოს წევრი, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაუკავდება 50 (ორმოცდაათი ლარი), ხოლო ცალკეული ორგანოების (კომისია,  დროებითი სამუშაო ჯგუფები) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისათვის – 30 (ოცდაათი) ლარი. მუხლი 4🔗. საკრებულოს წევრებისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება 1.საკრებულოს თითოეული წევრისათვის ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის ასანაზღაურებელი ხარჯი განისაზღვრება საკრებულოს აპარატის მიერ საკრებულოსათვის ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე (დანართი №2), რომელიც დგება საკრებულოს თითოეული წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ ყოველი თვის ბოლოს წარდგენილი განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ახლდეს ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტი (ოქმი) არანაკლებ 3 (სამი) ამომრჩევლის ხელმოწერით. 2. საკრებულოს წევრს ევალება თვეში მინიმუმ 1 (ერთი) შეხვედრა მოაწყოს  ამომრჩევლებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა შეუმცირდება 100 (ასი) ლარით. 3. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  საერთოდ არ აუნაზღაურდება დადგენილი ხარჯის ოდენობა ამ წესის  მე-3 და მე-4 მუხლში აღნიშნული მოვალეობების საანგარიშო თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით შუსრულებლობისათვის. მუხლი 5🔗. საკრებულოს წევრების ხარჯების დადასტურება და ანაზღაურება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებული ხარჯების დამადასტურებელი  შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე ანაზღაურებულ უნდა იქნეს ასევე შესაბამისი ხარჯი ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების  ზღვრული მოცულობის ფარგლებში. მუხლი 6🔗. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებისგანხორციელებასთან  დაკავშირებული  ხარჯების  ანაზღაურების  დარიცხვა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ყოველი მომდევნო თვის პირველ სხდომაზე მიღებული განკარგულების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს ყოველთვიურად, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის  გათვალისწინებით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე. დანართი №2 მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემები (თვე, წელი) № სახელი და გვარი საკრებულოს სხდომაზე დასწრება კომისიის სხდომაზე დასწრება ამომრჩეველთან შეხვედრა გაცდენა საპატიო არასაპატიო მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი სახელი/გვარი: ხელმოწერა: