არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიასათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2271
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020179
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №227 1

2015 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირ − დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიასათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა)იპ − დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიას (ს/კ 404406308) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) წლის ვადით , სარგებლობაში გადასცეს ქ. თბილისში, სოფელ გლდანში მდებარე შენობა-ნაგებობა №1 (საერთო ფართი − 335.99 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების ) საკადასტრო კოდი: №72.13.19.202) და ქ. თბილისში, ე. ბეჟანიშვილის შესახვევ №8-ში მდებარე შენობა-ნაგებობა №1 (საერთო ფართი − 265.3 კვ.მ, მ.შ., სარდაფი − 72 კვ.მ, I სართული − 106,4 კვ.მ, II სართული − 86,9 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 207 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.12.11.029.004).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების ბაზაზე ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ფუნქციონირება და ადმინისტრირება (მართვა);

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების დაზღვევა;

გ) DCF-ის (ღვთაებრივი ბავშვის ფონდი, ვენა − ვირჯინია) მიერ გამოყოფილი შემოწირულობების (მათ შორის, მატერიალური (ფულადი) სახის) გამოყენება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისთვის;

დ) „მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების მართვის უფლებით გადაცემისათვის იურიდიული პირების გამოსავლენად საკონკურსო პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 06 ივლისის №01-213/ო ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება;

ე) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების, კერძოდ, ფულადი სახის შემოწირულობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხარჯვის შესახებ ყოველწლიურად აუდიტორული დასკვნის წარდგენა.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგი განახორციელოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

4. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ - მინისტრი                                     ირაკლი ღარიბაშვილი