,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.016345
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №47

2015 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 


 

 

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,

 

ვბრძანებ:


მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა,  სახელმწიფო სპეციალური  წოდების მქონე  და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს ცვლილება და  დანართი №9 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
ამ ბრძანებით დამტკიცებული №9 დანართის 1-20 პუნქტები ამოქმედდეს 2015 წლის 5 სექტემბრიდან, ხოლო 21-23 პუნქტები ამოქმედდეს 2015 წლის 10 ოქტომბრიდან.

თავდაცვის მინისტრითინათინ ხიდაშელი
📎 დანართები (1)
danarTi.doc DOC

დანართი №9

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და

საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის

პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების

ყოველთვიური ნორმები

|№ |დასახელება |უცხოური |შენახვის |სამედიცინო |სულ |

| | |ვალუტის |ხარჯების |დაზღვევა | |

| | |დასახელება |ნორმები | | |

|1 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო | | | | |

| |წარმომადგენლის აპარატი ნატო-სა და ევროკავშირში | | | | |

|1.1 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენელი ნატო-სა და ევროკავშირში|ევრო |4 650 |700 |5 350 |

| |(ნატო-ს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო) | | | | |

|1.2 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირში სამოქალაქო წარმომადგენლის| |3 400 |700 |4 100 |

| |მოადგილე (ნატო-ს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო) |ევრო | | | |

|1.3 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირში სამოქალაქო წარმომადგენლის|ევრო |2 950 |700 |3 650 |

| |მრჩეველი (ნატო-ს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო) | | | | |

|2 |ნატო-სა და ევროკავშირში სამხედრო წარმომადგენლის და ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების | | | | |

| |სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს თავდაცვის ატაშეს აპარატი | | | | |

|2.1 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი ნატო-სა და ევროკავშირში |ევრო |4 450 |700 |5 150 |

| |და თავდაცვის ატაშე ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ | | | | |

| |საჰერცოგოში (ნატო-ს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო) | | | | |

|2.2 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირში სამხედრო წარმომადგენლის | |3 400 |700 |4 100 |

| |და ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში |ევრო | | | |

| |თავდაცვის ატაშეს მოადგილე (ნატო-ს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო) | | | | |

|2.3 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირში სამხედრო წარმომადგენლის |ევრო |2 950 |700 |3 650 |

| |და ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში | | | | |

| |თავდაცვის ატაშეს მრჩეველი (ნატო-ს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო) | | | | |

|2.4 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფროსი მეკავშირე ოფიცერი ნატო-ს ოპერაციების |ევრო |3 450 |700 |4 150 |

| |გაერთიანებულ სარდლობაში (ქ. მონსი, ბელგიის სამეფო) | | | | |

|2.5 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი ნატო-ს ოპერაციების გაერთიანებულ|ევრო |2 600 |700 |3 300 |

| |სარდლობაში (ქ. მონსი, ბელგიის სამეფო) | | | | |

|2.6 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფროსი მეკავშირე ოფიცერი ნატო-ს ტრანსფორმაციის |აშშ |4 400 |900 |5 300 |

| |გაერთიანებულ სარდლობაში (ქ. ნორფოლკი, აშშ) |დოლარი | | | |

|3 |ავსტრიის რესპუბლიკაში, სლოვენიის რესპუბლიკაში, ხორვატიის რესპუბლიკასა და | | | | |

| |მონტენეგროს რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს და ეუთოში სამხედრო წარმომადგენლის აპარატი| | | | |

|3.1 |თავდაცვის ატაშე ავსტრიის რესპუბლიკაში, სლოვენიის რესპუბლიკაში, ხორვატიის |ევრო |4 350 |700 |5 050 |

| |რესპუბლიკასა და მონტენეგროს რესპუბლიკაში და სამხედრო წარმომადგენელი ეუთო-ში | | | | |

|4 |აშშ-სა და კანადაში თავდაცვის ატაშეს აპარატი | | | | |

|4.1 |თავდაცვის ატაშე აშშ-სა და კანადაში - აპარატის უფროსი |აშშ |6 950 |1 000 |7 950 |

| | |დოლარი | | | |

|4.2 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე აშშ-სა და კანადაში - აპარატის უფროსის მოადგილე |აშშ |4 300 |1 000 |5 300 |

| | |დოლარი | | | |

|4.3 |თავდაცვის ატაშეს თანაშემწე აშშ-სა და კანადაში |აშშ |3 000 |800 |3 800 |

| | |დოლარი | | | |

|4.4 |თავდაცვის სამინისტროს უფროსი მეკავშირე ოფიცერი აშშ-ს ცენტრალურ სარდლობაში (ქ. |აშშ |2 600 |900 |3 500 |

| |ტამპა, აშშ) |დოლარი | | | |

|5 |გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და შვეიცარიის კონფედერაციაში თავდაცვის ატაშეს | | | | |

| |აპარატი | | | | |

|5.1 |თავდაცვის ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და შვეიცარიის კონფედერაციაში |ევრო |4 350 |700 |5 050 |

|5.2 |თავდაცვის ატაშეს თანაშემწე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და შვეიცარიის |ევრო |3 050 |700 |3 750 |

| |კონფედერაციაში | | | | |

|6 |საფრანგეთის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი | | | | |

|6.1 |თავდაცვის ატაშე საფრანგეთის რესპუბლიკაში |ევრო |4450 |700 |5 150 |

|6.2 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე საფრანგეთის რესპუბლიკაში |ევრო |3 050 |700 |3 750 |

|7 |თურქეთის რესპუბლიკასა და ალბანეთის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი | | | | |

|7.1 |თავდაცვის ატაშე თურქეთის რესპუბლიკასა და ალბანეთის რესპუბლიკაში |ევრო |4 250 |700 |4 950 |

|7.2 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე თურქეთის რესპუბლიკასა და ალბანეთის რესპუბლიკაში |ევრო |2 950 |700 |3 650 |

|8 |დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში თავდაცვის | | | | |

| |ატაშეს აპარატი | | | | |

|8.1 |თავდაცვის ატაშე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და |ინგლისური |4 650 |500 |5 150 |

| |ირლანდიაში |გირვანქა | | | |

| | |სტერლინგი | | | |

|8.2 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდ. ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა |ინგლისური |2 600 |500 |3 100 |

| |და ირლანდიაში |გირვანქა | | | |

| | |სტერლინგი | | | |

|9 |აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი | | | | |

|9.1 |თავდაცვის ატაშე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში |აშშ |4 100 |900 |5 000 |

| | |დოლარი | | | |

|9.2 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში |აშშ |2 950 |700 |3 650 |

| | |დოლარი | | | |

|10 |ლიტვის რესპუბლიკაში, ლატვიის რესპუბლიკასა და ესტონეთის რესპუბლიკაში თავდაცვის | | | | |

| |ატაშეს აპარატი | | | | |

|10.1 |თავდაცვის ატაშე ლიტვის რესპუბლიკაში, ლატვიის რესპუბლიკასა და ესტონეთის რესპუბლიკაში|ევრო |4 450 |700 |5 150 |

|10.2 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე ლიტვის რესპუბლიკაში, ლატვიის რესპუბლიკასა და ესტონეთის | |2 950 |700 |3 650 |

| |რესპუბლიკაში |ევრო | | | |

|11 |პოლონეთის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი | | | | |

|11.1 |თავდაცვის ატაშე პოლონეთის რესპუბლიკაში |ევრო |4 450 |700 |5 150 |

|11.2 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე პოლონეთის რესპუბლიკაში |ევრო |2 950 |700 |3 650 |

|12 |ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთის რესპუბლიკასა და უნგრეთის რესპუბლიკაში | | | | |

|12.1 |თავდაცვის ატაშე ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთის რესპუბლიკასა და უნგრეთის |ევრო |4 450 |700 |5 150 |

| |რესპუბლიკაში | | | | |

|12.2 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთის რესპუბლიკასა და უნგრეთის|ევრო |2 950 |700 |3 650 |

| |რესპუბლიკაში | | | | |

|13 |უკრაინასა და ბელარუსის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი | | | | |

|13.1 |თავდაცვის ატაშე უკრაინასა და ბელარუსის რესპუბლიკაში |აშშ |4 400 |900 |5 300 |

| | |დოლარი | | | |

|13.2 |თავდაცვის ატაშეს თანაშემწე უკრაინასა და ბელარუსის რესპუბლიკაში |აშშ |2 950 |700 |3 650 |

| | |დოლარი | | | |

|14 |საბერძნეთის რესპუბლიკასა და სერბეთის რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი | | | | |

|14.1 |თავდაცვის ატაშე საბერძნეთის რესპუბლიკასა და სერბეთის რესპუბლიკაში |ევრო |3 650 |700 |4 350 |

|14.2 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე საბერძნეთის რესპუბლიკასა და სერბეთის რესპუბლიკაში |ევრო |3 050 |700 |3 750 |

|15 |სომხეთის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი | | | | |

|15.1 |თავდაცვის ატაშე სომხეთის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში |აშშ |4 250 |900 |5 150 |

| | |დოლარი | | | |

|15.2 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე სომხეთის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში |აშშ |3 050 |900 |3 950 |

| | |დოლარი | | | |

|16 |ისრაელის სახელმწიფოში თავდაცვის ატაშეს აპარატი | | | | |

|16.1 |თავდაცვის ატაშე ისრაელის სახელმწიფოში |აშშ |4 200 |900 |5 100 |

| | |დოლარი | | | |

|16.2 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე ისრაელის სახელმწიფოში |აშშ |3 250 |900 |4 150 |

| | |დოლარი | | | |

|17 |ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი | | | | |

|17.1 |თავდაცვის ატაშე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში |აშშ |4 800 |800 |5 600 |

| | |დოლარი | | | |

|17.2 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში |აშშ |3 550 |800 |4 350 |

| | |დოლარი | | | |

|18 |შვედეთის სამეფოში, ნორვეგიის სამეფოში, დანიის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში | | | | |

| |თავდაცვის ატაშეს აპარატი | | | | |

|18.1 |თავდაცვის ატაშე შვედეთის სამეფოში, ნორვეგიის სამეფოში, დანიის სამეფოსა და ფინეთის |ევრო |4 450 |700 |5 150 |

| |რესპუბლიკაში | | | | |

|18.2 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე დანიის სამეფოში, ნორვეგიის სამეფოში, შვედეთის სამეფოსა და|ევრო |2 950 |700 |3 650 |

| |ფინეთის რესპუბლიკაში | | | | |

|19 |რუმინეთში, მოლდოვას რესპუბლიკაში, ბულგარეთის რესპუბლიკასა და მაკედონიის | | | | |

| |რესპუბლიკაში თავდაცვის ატაშეს აპარატი | | | | |

|19.1 |თავდაცვის ატაშე რუმინეთში, მოლდოვას რესპუბლიკაში, ბულგარეთის რესპუბლიკასა და |ევრო |4 450 |700 |5 150 |

| |მაკედონიის რესპუბლიკაში | | | | |

|19.2 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე რუმინეთში, მოლდოვას რესპუბლიკაში, ბულგარეთის რესპუბლიკასა| |2 950 |700 |3 650 |

| |და მაკედონიის რესპუბლიკაში | | | | |

|20 |ყაზახეთის რესპუბლიკაში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, უზბეკეთის რესპუბლიკასა და | | | | |

| |თურქმენეთში თავდაცვის ატაშეს აპარატი | | | | |

|20.1 |თავდაცვის ატაშე ყაზახეთის რესპუბლიკაში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, უზბეკეთის |აშშ |4 100 |900 |5 000 |

| |რესპუბლიკასა და თურქმენეთში |დოლარი | | | |

|20.2 |თავდაცვის ატაშეს მოადგილე ყაზახეთის რესპუბლიკაში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, |აშშ |2 950 |700 |3 650 |

| |უზბეკეთის რესპუბლიკასა და თურქმენეთში |დოლარი | | | |

|21 |საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი გაერო-ში (ქ. ნიუ-იორკი, |აშშ | | |7 950 |

| |აშშ) |დოლარი |6 950 |1 000 | |

|22 |თავდაცვის ატაშეს თანაშემწე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ყაზახეთის რესპუბლიკაში, |აშშ | | |3 650 |

| |უზბეკეთის რესპუბლიკასა და თურქმენეთში |დოლარი |2 950 |700 | |

|23 |თავდაცვის ატაშეს თანაშემწე უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკასა და ბელარუსის |აშშ | | |3 650 |

| |რესპუბლიკაში |დოლარი |2 950 |700 | |

შენიშვნა:

1. შენახვის ხარჯების ნორმები მოიცავს სხვადასხვა ხარჯებს, მათ შორის სადღეღამისო ნორმის, ბინის დაქირავებისა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ წარმომადგენლობით, სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევისა და მიმდინარე რემონტის, ინვენტარისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის ხარჯებს.

2. სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

ა) ბინის დაქირავების ხელშეკრულების და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ბ) სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ხელშეკრულების და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გ) სამედიცინო დაზღვევის ხელშეკრულების და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

დ) ოფისის დაქირავების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელშეკრულების და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ე) სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული წარმომადგენლობითი, სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის, ინვენტარისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

3. ოფისის ქირავნობის ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურება ხორციელდება შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი დაანგარიშების მიხედვით (გაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად).

4. სამედიცინო დაზღვევის თანხა ანაზღაურდება დადგენილი ნორმების ფარგლებში, ფაქტიურად გაწეული ხარჯის მიხედვით, თავდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიხედვით, მოთხოვნების შესაბამისად, ხორციელდება ინვენტარის, მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად თანხების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში დამატებით შენახვის ხარჯების გამოყოფა.

6. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა როტაციასთან დაკავშირებული პირველადი მოწყობის ხარჯები (საოჯახო ინვენტარი, მოწყობილობა და სხვა) გაიცემა ერთჯერადი დახმარების სახით „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების №2 დანართით განსაზღვრული ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოკლევადიანი მივლინების დროს უცხოური ვალუტით ანაზღაურების შესაბამისი სადღეღამისო ნორმის სამოცმაგი ოდენობით.

7. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ თავდაცვის ატაშეებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და მათი აპარატების თანამდებობის პირებს, გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, ავანსის სახით მიეცეთ ბინის დაქირავებასთან დაკავშირებით საავანსო თანხები არა უმეტეს სამი თვის ბინის ქირის ოდენობისა.

8. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მოკლევადიანი მივლინებისას ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობისა და განთავსების ხარჯები.

9. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ თავდაცვის ატაშეებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და მათი აპარატების თანამდებობის პირებს და მათი ოჯახის თითოეულ წევრს აუნაზღაურდებათ:

ა) მივლინებისა და კუთვნილი შვებულების შემთხვევაში – საქართველოსა და მივლინების ადგილს შორის მგზავრობის ხარჯები ეკონომკლასის ბილეთების ღირებულებით;

ბ) როტაციის წესით როგორც სამუშაო მივლინების, აგრეთვე სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში _ ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტში გათვალისწინებული ხარჯები და პირადი ტვირთის გადაზიდვის ხარჯები არა უმეტეს 200 ევროს ოდენობით.

10. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირების როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში, გამოწვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საკითხების მოგვარების მიზნით, პირის გამოწვევა შესაძლებელია განხორციელდეს სამსახურიდან გათავისუფლების თარიღიდან არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

11. ამ შენიშვნის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს მიეცემათ ამ დანართით გათვალისწინებული გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯები შენიშვნის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადის განმავლობაში.

12. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების (გარდა „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 105-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დისციპლინური გადაცდომის ან შეუსაბამობის გამო) ბინის ქირავნობის ვადამდე შეწყვეტის გამო ანაზღაურებული ან ასანაზღაურებელი ჯარიმის/საურავის (სხვა სახის პასუხისმგებლობის ზომის) ოდენობა და ამ თანხების გადახდის წინაპირობები.

13. შვებულებაში (მათ შორის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებაში) ყოფნისას ან შრომისუუნარობის გამო სამსახურში არყოფნის შემთხვევაში პირს უნარჩუნდება ამ დანართით გათვალისწინებული ნორმები. თუ მითითებული არყოფნის პერიოდი წელიწადის განმავლობაში ზედიზედ ან კალენდარული წლის მანძილზე 30 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით გრძელდება, პირს შენახვის ხარჯების ნორმა 30 კალენდარული დღის შემდეგ უმცირდება ბინის დაქირავების ხარჯებამდე.