ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესახვევების, ჩიხების, შენობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.11.2015
ძალის დაკარგვა 28.11.2016
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.117.016274
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 638 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2015 მიღება
28.11.2016 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
ბინა მრავალბინიან სახლში
მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის.
მუხლი 2
დაინტერესებული პირი
ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.
მუხლი 2
კანონიერი მოსარგებლე
ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.
მუხლი 2
შენობა
მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, სარძიკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის.
მუხლი 2
ინდექსი
რიცხვით ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვენა ზედა კუთხეში.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერასტი მეტრეველი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესახვევების, ჩიხების, შენობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 2015 წლის 3 ნოემბერი ქ. ამბროლაური ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესახვევების, ჩიხების, შენობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესახვევების, ჩიხების, შენობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი დანართი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  შესახვევების, ჩიხების, შენობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების  ნუმერაციის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  შესახვევების, ჩიხების, შენობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების  ნუმერაციის პირობებსა და წესს. 2. წესის მიღების მიზანია  ამ მუხლის  პირველი პუნქტით განსაზღვრული ობიექტების ნუმერაციის მოწესრიგება. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების ფართი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის. 2. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია. 3. კანონიერი მოსარგებლეფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით. 4. შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, სარძიკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის. 5. ინდექსი – რიცხვით ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება მარჯვენა ზედა კუთხეში. მუხლი 3🔗. უფლებამოსილი ორგანო შესახვევების, ჩიხების, შენობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების  ნუმერაციის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გადაწყვეტილებას იღებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წინადადების საფუძველზე. მუხლი 4🔗. ნუმერაციის მოთხოვნა 1. შესახვევების, ჩიხების, შენობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე. 2. ნუმერაციის საკითხი განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. 3. განცხადებას თან უნდა ახლდეს: ა) დაინტერესებული პირის მიერ იმ უძრავის ქონების საკუთრების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც განმცხადებლის აზრით უნდა მიენიჭოს/შეეცვალოს ნომერი; ბ) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ცნობა იმ უძრავი ქონების შესახებ, რომელსაც უნდა შეეცვალოს/მიენიჭოს ნომერი და აგრეთვე ამ ქონების  მომიჯნავედ არსებული ობიექტების ნუმერაციის შესახებ; გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) სხვა დოკუმენტებიც საჭიროების შემთხვევაში. მუხლი 5🔗. შესახვევების, ჩიხების, შენობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი 1. შესახვევების, ჩიხების, შენობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა; ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება; გ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა; დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა; ე) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა; ვ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება; ზ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა; თ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა. 2. ნუმერაცია დაუშვებელია თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს. მუხლი 6🔗. შესახვევების, ჩიხების, შენობების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი 1. შესახვევების, ჩიხების, შენობების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე – არაბულ ციფრზე ინდექსის დამატებით. 2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს დამატებით. 3. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ. მუხლი 7🔗. გადაწყვეტილების მიღების წესი 1. განცხადებას შესახვევების, ჩიხების, შენობების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ განიხილავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში გამგებელს წარუდგენს წინადადებას ნუმერაციის თაობაზე. 2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბრძანება დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.