საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (1)
- საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი 22.06.2012
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი |
1. მე-18 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტის წევრს შეიძლება ამ მუხლით დადგენილი წესით მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება.“;
ბ) მე-5–მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პარლამენტის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას პარლამენტის წევრისათვის პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების თაობაზე და ამის შესახებ გამოსცემს ბრძანებას.
6. პარლამენტის წევრმა, რომელსაც მიენიჭა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლება, პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისას უნდა წარადგინოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება.
7. თუ პარლამენტის წევრმა პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება პირადი ინტერესებისათვის გამოიყენა, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის ინფორმაციის საფუძველზე ჩამოართვას მას აღნიშნული უფლება.
8. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში შევიდეს სპეციალური ნებართვის გარეშე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ეს უფლება გადასცეს პარლამენტის წევრს.“.
2. 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 65
დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დასვას მის შემადგენლობაში მყოფი პარლამენტის წევრისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების საკითხი.“.
3. 107-ე მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ1) პარლამენტის წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ბრძანებით ანიჭებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებას;“.
4. 218-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 218
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს/საბჭოების (შემდგომ – ადგილობრივი საბჭო) მუშაობაში მონაწილეობის მიზნით საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი თავის წევრთაგან, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს 1 პარლამენტის წევრს.
2. თითო კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თითოეულ წევრს.
3. თუ არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში 2 ან 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნები იმართება ამ რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-3–მე-8 პუნქტების შესაბამისად.
4. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი პარლამენტის ბიუროს აცნობებს.
5. ადგილობრივი საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიზნით არჩეული პარლამენტის წევრი ექვემდებარება როტაციას ყოველი 1 წლის შემდეგ. ამ მუხლით დადგენილი წესით არჩეული პარლამენტის წევრის შესაბამისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი იწყებს ახალი წევრის არჩევის პროცედურას.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 28 ოქტომბერი 2015 წ. N4456-Iს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.10.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 28.10.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4456-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 010190030.06.001.016036.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.10.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, №4456-Iს, 28.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016036 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.10.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3036912/