ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.11.2015
გამომცემი ორგანო ქურთას მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი პროგრამა/ ქვეპროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/11/2015
matsne.gov.ge 1,247 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით თუთარაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
პროგრამული კოდი პროგრამა/ ქვეპროგრამა
I II
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 05.10.2015 სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 23.02.2016 სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 14.12.2017 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 31.08.2018 „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის წესის გადანაწილების დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 11.03.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2015 წლის 2 ნოემბერი ქ. თბილისი ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 69-ე მუხლის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის ცვლილების ცნობის ტიპური ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს „ქურთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტის დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრებისნაწილში’’, დანართი №3-ის შესაბამისად). მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარედავით თუთარაშვილი დანართი  №1 ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და  პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ქურთის   მუნიციპალიტეტის   ბიუჯეტით     გამოყოფილი ასიგნებების   საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია  საქართველოს  ანონის „საქართველოს საბიუჯეტო    კოდექსი’’ 69-ე მუხლის საფუძველზე. 2. წესი განსაზღვრავს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს. მუხლი 2🔗. ქურთის      მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით          გამოყოფილი     ასიგნებების             გადანაწილების ძირითადი პრინციპები 1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. 2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის გადანაწილება  ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად. 4. ერთი პროგრამის ფარგლებში: ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება უნდა განხორციელდეს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გამგებლის ბრძანებით. 5. პრიორიტეტის პროგრამისა და ქვეპროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება ხორციელდება ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ, გამგებლის ბრძანების საფუძველზე. 6. ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილია: ა) მოამზადოს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტი და განახორციელოს ბრძანების საფუძველზე ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში; ბ) ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს; გ) ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, ბიუჯეტის სარეზერვო ან წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით დააზუსტოს ბიუჯეტი; დ) განახორციელოს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში კვარტალებს შორის გადანაწილება. მუხლი 3🔗. ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება  1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე. 2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილია, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადანაწილების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეზღუდოს მოთხოვნის გათვალისწინებულ თანხებზე სახელმწიფო ხაზინაში გადახდაზე ვალდებულების დარეგისტრირების შესაძლებლობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახური ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში, ამზადებს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი ბრძანების პროექტს. 4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტს, ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. გამგებლის ბრძანების გამოცემის შემდეგ, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შესაბამისი არგუმენტაციისა და დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთსა და იმავე პროგრამაში/ქვეპროგრამაში ხარჯების ეკონომიკურ, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციების მუხლებით და ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ ასიგნებებში გამგებლის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი ცვლილებები ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. 6. მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარედგინება წერილობითი სახით, შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე. 7. ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, ამზადებს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტს ასიგნების გადანაწილებაზე, ხოლო გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით. 8. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საფინანსო სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი. 9. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. 10. ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დანართი №2 ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის ცვლილების ცნობა № ქალაქი თბილისი                                                                                                   20      წლის  “_____”   _________                                ___________________________________________________________ (საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი) ______________________________________________________________________________ (ცვლილების საფუძველი_დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება) 20     წლის  “__”   _________          _____________________________________________________________________ (ცვლილების შინაარსი)                                                                                                                                      (ლარებში) პროგრამული კოდი პროგრამა/ ქვეპროგრამა საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი ცვლილების თანხა +/- (გადიდებული, შემცირებული)  მათ შორის: კვარტალების მიხედვით I II III IV წლიური გეგმა    ჯამი დაფარვის ან მიმართვის წყარო: დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა დანარჩენი ცვლილება. დანართი №3 ქურთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტის დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში მუხლი 1🔗 1. ქურთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომ – (ა(ა)იპ-) ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე. 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტის კვარტალებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს წესი არეგულირებს მხოლოდ განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმებს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში. 3. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით. 4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ წარუდგენს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელს. მოთხოვნა რეზოლუციის შესაბამისად წარედგინება გამგეობის საფინანსოსაბიუჯეტო სამსახურს, რომელიც ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით განსაზღვრულია როგორც პროგრამის განმახორციელებელი და რომლის ფარგლებშიც ა(ა)იპ-ი განკარგავს ასიგნებებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. პროგრამის განმახორციელებელი საბიუჯეტო ორგანიზაციის მოთხოვნა ასიგნებების გადანაწილებაზე სათანადო არგუმენტაციით და შესაბამისი დასაბუთებით ასევე წარედგინება გამგებელს და შემდგომ რეზოლუციის შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს. 5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირი, რომელიც თავად წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას, როგორც პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ახორციელებს თავად. 6. კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბიუჯეტში ცვლილების განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). 7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა სცილდება ამ წესის რეგულაციებს და ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 2🔗 1. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ცნობის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირები. 2. განხორციელებული ცვლილებები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.