„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №34
2015 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და დეპარტამენტის მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის კანდიდატურებს;“.
ბ) „ვ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს, ასევე, საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეს, წყვეტს დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისების საკითხებს;“.
გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) დადგენილი წესით მთავრობაში შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებათა მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს;“.
დ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) ძალადაკარგულად ცნობს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დეპარტამენტის მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელისა და დეპარტამენტის სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებს, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების დადგენილებებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებს;“.
ე) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს დეპარტამენტის მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების დებულებასა და სტრუქტურას დასამტკიცებლად;“.
ვ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) უფლებამოსილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან წინასწარი შეთანხმებით თავის მოადგილეს დაავალოს საკითხის მთავრობის სხდომაზე წარდგენა;“.
2. დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
1. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს 1 (ერთი) მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის საკურატორო სფერო და სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნისას, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.“.
3. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
1. დეპარტამენტი ამ დებულებით გათვალისწინებულ მმართველობის სფეროს, ძირითად ამოცანებსა და უფლებამოსილებებს ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. დეპარტამენტის მოხელეთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება ამ დებულებით.
3. დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი, თავმჯდომარის მრჩევლები, თანაშემწეები, ბუღალტერი უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის თავმჯდომარეს. დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩევლები და თანაშემწეები თანამდებობაზე ინიშნებიან დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით.
4. დეპარტამენტში შეიძლება საჯარო სამსახურს ეწეოდეს შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიიღება გარკვეული ვადით სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.“.
4. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია (სამმართველო):
ა.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამართლებრივი დახმარების განყოფილება;
ბ) სამართალშემოქმედების სამმართველო:
ბ.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;
გ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო:
გ.ა) კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილება.
2. დეპარტამენტის მმართველობის სფეროშია საქვეუწყებო დაწესებულება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველო.“.
5. დებულების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10
1. ადმინისტრაციის ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ბ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით რეფორმის გატარების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ე) დეპარტამენტის ვებგვერდის პერიოდული განახლების, საჭირო ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ვებგვერდზე განთავსების, დეპარტამენტის სახელით განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელების უზრუნველყოფა;
ვ) სათათბირო ორგანოს საქმიანობისა და სხდომაზე საოქმო წარმოების უზრუნველყოფა;
ზ) დეპარტამენტის კომპიუტერული სისტემების, ლოკალური კომპიუტერული, სატელევიზიო, სატელეფონო და სხვა საკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება და მონიტორინგი, ბალანსზე რიცხული კომპიუტერული და ორგტექნიკის დიაგნოსტიკა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. ადმინისტრაცია, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ამოცანებისა და უფლებამოსილებების გარდა, მასში სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შემავალ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამართლებრივი დახმარების განყოფილების მეშვეობით უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევას და შესაბამის ორგანოებში წარსადგენად დოკუმენტაციის მომზადებაში ხელშეწყობას;
ბ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავებას, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვას;
გ) მასმედიის მიმოხილვის ყოველდღიურად მომზადებას დეპარტამენტისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე;
დ) დეპარტამენტის საქმიანობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, აგრეთვე, სხვადასხვა ოფიციალურ ღონისძიებათა ჩატარების ორგანიზებას;
ე) სამოქალაქო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობას;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, ასევე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურებთან თანამშრომლობას;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.
6. დებულების მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.
7. დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. ბუღალტრის ფუნქციებია:
ა) დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) დეპარტამენტის მიერ დასახულ კონკრეტულ მიმართულებათა მიხედვით დეპარტამენტის ბიუჯეტის ფორმირება;
გ) დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში, დეპარტამენტის ფინანსურ ვალდებულებათა შესრულება;
დ) დეპარტამენტის საფინანსო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების, ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) დეპარტამენტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განხორციელება, ნაერთი ანგარიშგების შედგენა და დადგენილ ვადებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარდგენა;
ვ) დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის შეძენის თაობაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენა;
ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დეპარტამენტის საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
თ) დეპარტამენტის მიერ განხორციელებული შესყიდვების კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების წარმოება;
ი) დეპარტამენტის უძრავი და მოძრავი ქონების განაწილება და კონტროლი;
კ) ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ატვირთვის და შესაბამისი სტატუსების მინიჭების კოორდინაცია და კონტროლი;
ლ) ხაზინის ელექტრონულ სისტემაში დამატებული ვალდებულების, მოთხოვნის, განაცხადის, ხელშეკრულების დამოწმება;
მ) დეპარტამენტის უძრავი და მოძრავი ქონების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება;
ნ) შენობა-ნაგებობის, საინჟინრო სისტემისა და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია, სანიტარიულ-ჰიგიენური, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება;
ო) საქონლის, მომსახურების ან/და სამუშაოების ტექნიკური აღწერილობის განსაზღვრის და სავარაუდო ფასის დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევის კოორდინაცია და კონტროლი;
პ) სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და სატენდერო წინადადებების განხილვაში მონაწილეობის მიღება და მათი სატენდერო კომისიისათვის გაცნობა, ოქმებისა და წერილების მომზადება, ასევე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;
ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია