საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული ხელშეკრულება №02

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული ხელშეკრულება №02

თბილისი

30
ოქტომბერი 2015

.

ერთი მხრივ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), წარმოდგენილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის სახით და, მეორე მხრივ სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), წარმოდგენული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის სახით, ვმოქმედებთ რა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლითა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით მონიჭებულ უფლებამოსილებით, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

ხელშეკრულების

საგანი
წინამდებარე ხელშეკრულების საგანია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5, მე-10, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, 28-ე, 30-ე, 34-ე, 41-ე, 44-ე და 47-ე  მუხლებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სამინისტროსათვის მინიჭებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის  უფლებამოსილებების სააგენტოსათვის გადაცემა.

ა)  ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება და მოხსნა სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დასკვნის საფუძველზე, ხოლო ქ. თბილისის ტერიტორიაზე, სამინისტროსათვის წინადადებების წარდგენა, საქართველოს მთავრობის წინაშე აღნიშნული საკითხების ინიციირების მიზნით;

ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ან მისი შემადგენელი არეალის გაფართოება;

გ) ობიექტის   კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანა და სიიდან ამორიცხვა;

დ) კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის და ძეგლების სახელმწიფო რეესტრის და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიის წარმოების, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი, უძრავი და არამატერიალური ძეგლების სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და მათი რეესტრიდან ამორიცხვის და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენისა და მათი ექსპერტიზის უფლებამოსილება;

ე) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში, ისეთი ტერიტორიის განაშენიანებაზე, რომელიც ისტორიულად არ ყოფილა განაშენიანებული, მხოლოდ განსაკუთრებულ  შემთხვევაში და საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, თანხმობის გაცემა;

ვ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების (მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო  დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვის გაცემის,  გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღების, ასევე,  წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილება;

ზ) კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემა;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,  კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში  (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიისა) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციისა და სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხის შეთანხმება;

ი) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარიერის დამუშავებაზე და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის შესახებ დასკვნის გაცემა;

კ) უძრავი არქეოლოგიური ობიექტის აღების(დაშლის) საკითხის შეთანხმება;

ლ) ძეგლის მესაკუთრესთან (კანონიერ მოსარგებლესთან) ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების გაფორმება;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად ყველა სახის საქმიანობის შეჩერება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კულტურულ მემკვიდრეობას;

მხარეთა

ვალდებულებები და უფლებამოსილებები
1. სამინისტრო ვალდებულია, ხელშეკრულების პირველი მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება გადასცეს სააგენტოს.

2. სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს სააგენტოს კონტროლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე.

3. სამინისტრო უფლებამოსილია, გააუქმოს სააგენტოს მიერ ამ ხელშეკრულებით მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება და მიიღოს ახალი გადაწყვეტილება განსახილველ საკითხზე.

4. სააგენტო ვალდებულია:

ა) განახორციელოს ხელშეკრულების პირველი მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება.

ბ) სამინისტროს წარუდგინოს წლიური ანგარიში დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

ხელშეკრულების

პირობების

შეცვლა
1. მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისას, რასაც შეიძლება მოჰყვეს გარემოებათა პირობების არსებითი შეცვლა, მხარე უფლებამოსილია მეორე მხარეს მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების შეცვლა.

2. მხარეთა შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში ერთ-ერთი მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების გაუქმება.

ხელშეკრულების

შეწყვეტა
ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების მიზეზით, რითაც დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

5.
დავათა

გადაწყვეტა

1. მხარეთა შორის წარმოშობილი უთანხმოება გადაწყდება ურთიერთშეთანხმების გზით.

2. მხარეთა შეუთანხმებლობლის შემთხვევაში დავა განიხილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.
ხელშეკრულების

მოქმედების

ვადა

წინამდებარე ხელშეკრულება მოქმედებს უვადოდ.

7. გარდამავალი დებულება

ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის დადებული 2014 წლის 8 აპრილის №1 ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

8.
დასკვნითი

დებულება

ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან თითო ეგზემპლარი ინახება მხარეებთან.

9.
ხელშეკრულების

ძალაში

შესვლა

ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ორივე მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან.

10.
მხარეთა

რეკვიზიტები
:

საქართველოს

კულტურის
ა და
ძეგლთა

დაცვის

მინისტრი                                      მ. გიორგაძე

სსიპ

საქართველოს

კულტურული

მემკვიდრეობის

დაცვის

ეროვნული

სააგენტოს

გენერალური დირექტორი                                                                                                ნიკოლოზ ანთიძე