საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997წ., გვ. 21) დაემატოს შემდეგი შინაარსის 441-ე მუხლი:
„მუხლი 441
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე სასამართლოებმა შეაჩერონ მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის საცხოვრებელ სადგომთან დაკავშირებული დავების განხილვა, აგრეთვე შეჩერდეს სააღსრულებო მოქმედებები და საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრესა და მოსარგებლეს შეუნარჩუნდეთ შესაბამისი უფლება-მოვალეობანი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 18 მაისი.
№55-Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.05.2004.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 18.05.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №55. სარეგისტრაციო კოდი — 060.000.000.05.001.001.476.
- სად არის „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.05.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“, №55, 18.05.2004, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.001.476 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.05.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/30382/