ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალნსზე რიცხული ძირითადი საშუალებების, ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.11.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №128
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016338
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/11/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.11.2015 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (10)
| 1 | 2 |
| 7 | 8 |
| 11 | 12 |
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| N | ძირითადი საშუალების დასახელება |
| % | ლარი |
| გადაფასების კოეფიციენტი (საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 ბრძანებულების საფუძველზე) | ღირებულება გადაფასების შემდეგ |
| ბუღალტრული ცვეთის წლიური ნორმა | საბოლოო ფაქტობრივი მდგომარეობით |
| № | ძირითადი აქტივის დასახელება |
| გადაფასების კოეფიციენტი | საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ (ლარი) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზირებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტისა და ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების
ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის, შენობა - ნაგებობის დემონტაჟის ან/და ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესების დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალნსზე რიცხული ძირითადი საშუალებების, ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №128
2015 წლის 4 ნოემბერი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების, ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, 1061 მუხლის მე-14 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-4 მუხლის, „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესი“ (დანართი 1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების, ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი“ (დანართი 2).
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ,,ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის" ფორმა (დანართი 3).
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს „ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტის“ ფორმა (დანართი 4).
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს „ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტის“ ფორმა (დანართი 5).
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე
დანართი №1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი
ქონების ბალანსიდან ჩამოწერის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
2. ეს წესი არ აწესრიგებს სამეურნეო მასალების, საკანცელარიო ნივთების, კვების პროდუქტების, სათბობი, საწვავი და საცხები მასალების, სათადარიგო ნაწილების, ფულადი დოკუმენტების ინვენტარიზაციისა და ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
1. ქონება – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონება.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3. შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია) – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗.
ინვენტარიზაციის ჩატარება
1. ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
საინვენტარიზაციო კომისია
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. კომისია იქმნება წელიწადში ერთხელ, საანგარიშო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს სამი თვის განმავლობაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში.
2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. კომისია შედგება არანაკლებ ხუთი წევრისაგან, მათ შორის: თავმჯდომარე, მოადგილე, ბუღალტერი (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და წევრ(ებ)ი, კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე.
4. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე.
5. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები.
6. კომისიის მუშაობა ფორმდება ინვენტარიზაციის შედეგების აქტით.
7. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი.
8. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 5🔗.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა ხდება ყოველი მიმდინარე წლის ბოლოს კომისიის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.
2. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას, ასაბუთებს მისი ჩამოწერის აუცილებლობას, ადგენს საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნას, ავსებს ამ დადგენილებით დამტკიცებული ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებს (№3 და №4 დანართები) და ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტებს (№5 დანართი) (გარდა მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), თითოეულ ძირითად აქტივზე ცალ-ცალკე. საჭიროების შემთხვევაში საინვენტარიზაციო კომისიამ შესაძლებელია გამოიყენოს დარგის სპეციალისტის დასკვნა (შესაბამისი აუდიტორული ან საექსპერტო) ჩამოსაწერი ქონების შეფასების შესახებ.
3. კომისია ჩამოწერის შესახებ დასკვნას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
5. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი.
6. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი.
7. ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერის პროცედურის დასრულების შემდეგ და ამ დადგენილებით დამტკიცებული №5 დანართის საფუძველზე (გარდა მე-6 მუხლით გათვალისწინებული წესისა) ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) აისახება ბალანსში მარაგების სახით ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტებით დადგენილი ღირებულების შესაბამისად.
8. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიას.
მუხლი 6🔗.
მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის განსაკუთრებული წესი
ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტების (№3 დანართი და/ან №4 დანართი) და/ან ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტების (№5 დანართი) შევსების წესი არ ვრცელდება მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის შემთხვევაზე.
მუხლი 7🔗.
ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების, (ჯართი, სამშენებლო, მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვა
ჩამოწერის შედეგად მიღებული და მარაგების სახით ბალანსზე აღრიცხული ქონების (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვ.) განკარგვას ორგანიზაცია ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება
1.ძირითადი აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას, რომელიც ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება საინვენტარიზაციო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი.
3.ქონების განადგურებას ტექნიკურად უზრუნველყოფს ორგანიზაცია.
4.ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5.ქონების განადგურების თაობაზე დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საინვენტარიზაციო კომისია.
დანართი №2
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და 50% მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2.ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
3.შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში – „დაწესებულება“) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო იურიდიული პირი.
4.საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – „კომისია“) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით დაწესებულებაში შექმნილი კომისია.
მუხლი 3🔗.
ინვენტარიზაციის ჩატარება
1. დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება „საბიუჯეტო ორგანიზაციაში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების, „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და ამ წესის გათვალისწინებით.
2. დაწესებულების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული აქტივებისა და ვალდებულებათა ინვენტარიზაციის საფუძველზე, ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევაში თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც.
მუხლი 4🔗.
საინვენტარიზაციო კომისია
1. კომისია იქმნება ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული მიზნებისათვის და მისი შემადგენლობა განისაზღვრება კერძო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. კომისია იქმნება შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე - ხელმძღვანელობს კომისიას;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს კომისიას;
გ) კომისიის მდივანი - ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია სისწორეზე;
დ) კომისიის წევრები.
3. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად უფლებამოსილია მოიწვიოს დარგის სხვა სპეციალისტები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
4. კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომებზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას - თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და დამსწრე ყველა წევრი.
5. კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაინც. კომისიის მიერ საკითხი გადაწყვეტილად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლუატაციისათვის გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას.
მუხლი 5🔗.
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი
1. კომისია სწავლობს ამორტიზებული ან ექსპლოატაციისათვის გამოუყენებელ (ვადაზე ადრე ჩამოწერა) ძირითადი საშუალების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს ძირითადი საშუალების დაწესებულების ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ადგენს ლიკვიდაციის (ჩამოწერის) აქტს ყველა ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. კომისია ასევე ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტს (დანართი №5) და წარუდგენს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელს.
2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრირების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს.
3. შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულებისა და მათი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებების დადგენის აქტების შემოწმებასა და დადასტურებას, რის შემდეგაც ამტკიცებს კომისიის მიერ ძირითადი საშუალებების ჩამოწერასთან დაკავშირებულ ყველა აქტს.
4. დაუმთავრებელი მშენებლობის ან ექსპლოატაციისათვის გამოუსადეგარი შენობა- ნაგებობების ჩამოწერისას საჭიროა საექსპერტო დასკვნა.
5. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა), რომელიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე მარაგების სახით.
მუხლი 6🔗.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ძირითადი საშუალებების განადგურება
1. ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისთვის გადაცემას და გამოუსადეგარია, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს კომისია.
3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება.
4. ქონება უნდა განადგურდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ ადგილებში და ნაგვის დასაწვავ ადგილებში.
5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები.
6. ქონების განადგურებისთვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ.
7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია კომისია.
მუხლი 7🔗.
ჩამოწერილი ქონების რეალიზება
ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველო მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ქონების ჩამოწერის წესი
1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების ჩამოწერის საკითხს ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
2. უძრავი ქონების ჩამოწერა ხორციელდება იურიდიული პირის ხელმძღვანელის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო თანხმობით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს კომისიის მიერ შედგენილი დოკუმენტები და საჭიროების შემთხვევაში აუდიტის დასკვნა.
3. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტი.
4. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ხდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 9🔗.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირის კაპიტალის ცვლილება
1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირის კაპიტალის გაზრდა ან შემცირება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №3
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (შენობა ნაგებობისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი
20__ წლის ____________________ მდგომარეობით
დაწესებულების, ა(ა)იპ-ის, შპს-ს დასახელება
N
ძირითადი საშუალების დასახელება
ექსპლუატაციაში შესვლის წელი
ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა
ღირებულება გადაფასებამდე
ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე
ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე
ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე
%
ლარი
%
ლარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
გადაფასების კოეფიციენტი (საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 ბრძანებულების საფუძველზე)
ღირებულება გადაფასების შემდეგ
ცვეთა გადაფასების შემდეგ
საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე
ფაქტობრივი ცვეთა
ნარჩენი საბალანსო ღირებულება
ბუღალტრული ცვეთის წლიური ნორმა
საბოლოო ფაქტობრივი მდგომარეობით
საბოლოო ფაქტობრივი მდგომარეობით
საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობით
ლარი
აშშ დოლარი
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
კომისიის წევრები: ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე
1.
2. ბ.ა.
3.
4. ვადასტურებ აუდიტორი:
შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ, გრაფა 5-დან 11-ის ჩათვლით არ ივსება.
დანართი №4
ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა დანადგარებისა და სხვა) ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტი
20__ წლის ____________________ მდგომარეობით
დაწესებულების, ა(ა)იპ-ის, შპს-ს დასახელება
N
ძირითადი საშუალების დასახელება
ექსპლუატაციაში შესვლის წელი
ექსპლუატაციაში ყოფნის ვადა
ღირებულება გადაფასებამდე
ბუღალტრული ცვეთა გადაფასებამდე
ფიზიკური ცვეთა გადაფასებამდე
ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე
%
ლარი
%
ლარი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
გადაფასების კოეფიციენტი (საქართველოს პრეზიდენტის 09.06.1997 ბრძანებულების საფუძველზე)
ღირებულება გადაფასების შემდეგ
ცვეთა გადაფასების შემდეგ
საამორტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენაზე
ფაქტობრივი ცვეთა
ნარჩენი საბალანსო ღირებულება
ბუღალტრული ცვეთის წლიური ნორმა
საბოლოო ფაქტობრივი მდგომარეობით
საბოლოო ფაქტობრივი მდგომარეობით
საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობით
ლარი
აშშ დოლარი
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
კომისიის წევრები: ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე
1.
2. ბ.ა.
3.
4. ვადასტურებ აუდიტორი:
შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ, გრაფა 5-დან 11-ის ჩათვლით არ ივსება.
დანართი №5
ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტის დადგენის აქტი
20__ წლის ____________________ მდგომარეობით
დაწესებულების, ა(ა)იპ-ის, შპს-ს დასახელება
№
ძირითადი
აქტივის
დასახელება
ექსპლუატაციაში
შესვლის (გამოშვების)
წელი
საწყისი საბალანსო
ღირებულება გადაფასებამდე
ცვეთა
გადაფასებამდე
%
ლარი
1
2
3
4
5
6
გადაფასების
კოეფიციენტი
საწყისი საბალანსო
ღირებულება
გადაფასების შემდეგ
(ლარი)
ცვეთა გადაფასების
შემდეგ (ლარი)
ნარჩენი საბალანსო
ღირებულება (ლარი)
შენიშვნა
7
8
9
10
11
კომისიის შემადგენლობა:
____________________________________________________________________________________
შექმნილი: 20__წ._____________________________№_____________________________________
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა
__________________________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
______________
(ძირითადი საშუალების დასახელება)
და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებულ იქნეს შემდეგ საფუძველზე:
1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი:____________________________________
2. საწყისი საბალანსო ღირებულება:________________________________________________
3. ძირითადი აქტივის ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი:
ა) ________________________________________________;
ბ) ________________________________________________;
გ) ________________________________________________.
კომისიის დასკვნა:___________________________________________________________________
კომისიის წევრები: 1. ____________________________________
2. ____________________________________
3. ____________________________________
4. ____________________________________
ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე ____________________________________