ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 04.11.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №129
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.160.016339
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/11/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.11.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კარიერული მართვის სამსახური დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის №94 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N34 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული
ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის
წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციაპლიტეტის საკრებულოს 2016 წლის
13 სექტემბრის №163 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №129
2015 წლის 4 ნოემბერი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 46-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგენილების დანართი 1-ით განსაზღვრულ ზონაში, სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის, პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვროს ჯარიმა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი (სადემონტაჟო) შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,5 ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 ოქტომბრის №124 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13/10/2015, 010250000.35.160.016334).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1იანვრიდან.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე
დანართი 1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
დაუსრულებელი ობიექტის შეზღუდვის ზონები
ა) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა – (ლსზ);
ბ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა – (სსზ);
გ) სარეკრეაციო ზონა 1 – (რზ-1);
დ) სარეკრეაციო ზონა 2 – (რზ-2);
ე) საცხოვრებელი ზონა 2 – (სზ-2);
ვ) საცხოვრებელი ზონა 3 – (სზ-3)
ზ) საცხოვრებელი ზონა 5 – (სზ-5);
თ) საცხოვრებელი ზონა 6 – (სზ-6).