„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4453-Iს
სარეგისტრაციო კოდი
080090020.05.001.017975
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. 131 მუხლის:

    ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია“;

    ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია (შემდგომ − კომისია) არის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს ტერორიზმთან დაკავშირებული პირებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომ − გაერო) წესდების მე-7 თავის შესაბამისად მიღებული უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით (შემდგომ − გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები) განსაზღვრული პირების ქონებაზე ყადაღის დადებას, რათა ამ პირებმა არ განახორციელონ ტერორისტული ან სხვა უკანონო საქმიანობის დაფინანსება ან მისი სხვა ფორმით მხარდაჭერა.“.

    2. 132 მუხლის:

    ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. კომისია უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირების ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე.“;

    ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. კომისიის სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით დადგენილი სანქციების შესასრულებლად მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესახებ. კომისიის სამუშაო ჯგუფის მიმართვა სავალდებულოა შესასრულებლად შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

28 ოქტომბერი 2015 წ.

N4453-Iს