იმერეთის რეგიონში „ხანი ჰესი 7“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის თაობაზე
საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 29.10.2015
ძალის დაკარგვა 02.03.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2328
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020219
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/11/2015
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2328 განკარგულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 02.03.2017
დოკუმენტის ტექსტი
იმერეთის რეგიონში „ხანი ჰესი 7“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირის გამოვლენის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2328
2015 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
იმერეთის რეგიონში „ხანი ჰესი 7“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვ აში გამარჯვებული პირის გამოვლენის თაობაზე
1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად, იმერეთის რეგიონში „ხანი ჰესი 7“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვ აში გამარჯვებულად გამოვლინდეს შპს „ჯჯპ სანალია“.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი