სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და შპს „თ და კ რესტორნების“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 29.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2331
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020222
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/11/2015
matsne.gov.ge 732 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იტონგ კავკასუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის №2046 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „იტონგ კავკასუსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 01.02.2016 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აკვასითისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 აგვისტოს №09/08/03 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „აკვასითის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 12.03.2015 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „მოდგინარისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის №1721 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „მოდგინარის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 93% 14.03.2017 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ფოთის ამიაკის ტერმინალისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით და ხაზოვანი ნაგებობის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 23.07.2015 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იტონგ კავკასუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის №2046 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „იტონგ კავკასუსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 12.07.2017

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და შპს „თ და კ რესტორნების“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.MsoEndnoteReference {vertical-align:super;} p.MsoEndnoteText, li.MsoEndnoteText, div.MsoEndnoteText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.EndnoteTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №2331 2015 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და  შპს „თ და კ რესტორნების“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. რუსთავში, მეგობრობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1934.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №02.04.03.545) და ქ. რუსთავში, მეგობრობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 2183.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №02.04.03.546) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 200 000 (ორასი ათასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „თ და კ რესტორნებს“ (ს/კ: 204909180).   2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში; ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებასა და შპს „თ და კ რესტორნების“ საკუთრებაში არსებულ, ქ. რუსთავში, მეგობრობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 1614.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №02.04.03.366) პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, „McDonald's“-ის სავაჭრო ნიშნით მომუშავე სწრაფი კვების რესტორნის მშენებლობა და აღჭურვა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 11 (თერთმეტი) თვის ვადაში; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 11 (თერთმეტი) თვის ვადაში; დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 (ერთი) თვეში, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სწრაფი კვების რესტორანში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, არანაკლებ 40 (ორმოცი) ადამიანის დასაქმება არანაკლებ 1 (ერთი) წლის ვადით. 3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 49​1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის ქონების სააუქციონო კომისიის 2009 წლის 2 სექტემბრის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №46-1 ოქმის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული პირობა და შპს „თ და კ რესტორნების“ ვალდებულებად  განისაზღვროს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულება. 4. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 49​1 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „თ და კ რესტორნები“ (ფ/პ დავით ხამაშურიძის უფლებამონაცვლე) გათავისუფლდეს ამ განკარგულების მე-3 პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, თვითმმართველი ქალაქ რუსთავის ქონების სააუქციონო კომისიის 2009 წლის 2 სექტემბრის პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №46-1 ოქმის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან იმ პირობით, რომ იგი შეასრულებს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საპრივატიზებო პირობებს. 5. შპს „თ და კ რესტორნები“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის ოდენობის არანაკლებ 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით. 6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი                                              ირაკლი ღარიბაშვილი