საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლიოლებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№302
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.001.536
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 16/02/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის24 ივლისი, გვ. 9) 273-ე მუხლის 63-ე ნაწილის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა. ამ ნაწილით დაწესებული დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობის უფლება აქვთ პირებს, რომლებსაც საკუთრებაში ან კანონიერ სარგებლობაში აქვთ პურ-ფუნთუშეულის საცხობი საწარმოო სიმძლავრეები, რ ომელთა საშუალებითაც ახორციელებენ პურ-ფუნთუშეულის წარმოებასა და მიწოდებას. ეს პირები მათი საქმიანობის ამ ნაწილში დამატებული ღირებულების, სოციალური დაზღვევის, მოგებისა (ფიზიკური პირების შემთხვევაში – საშემოსავლო) და საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადების ნაცვლად იბეგრებიან პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადით;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე. ის პირები, რომლებსაც საკუთრებაში ან კანონიერ სარგებლობაში აქვთ საცხობები, რომელთა მოქმედი ღუმელების საცხობი ჯამური ფართობი არ აღემატება 20 კვ.მ-ს, ან თონეები, რომელთა რაოდენობა არ აღემატება სამს, დამატებით თავისუფლდებიან ამ საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან საცხობებსა და თონეებში დასაქმებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების მიხედვით სოციალური დაზღვევის გადასახადისაგან, ხოლო ამ თანხების მიმღები ფიზიკური პირები – ამ ნაწილში საშემოსავლო და სოციალური დაზღვევის გადასახადებისაგან;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 1 ივლისი.

№302-–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლიოლებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.07.2004.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლიოლებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლიოლებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 01.07.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №302. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.001.536.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლიოლებების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლიოლებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლიოლებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.07.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლიოლებების შეტანის შესახებ“, №302, 01.07.2004, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.001.536 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/30430/