ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.140.016188
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №40

2015 წლის 6 ნოემბერი

დ. ასპინძა

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართში „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ (სსმ, ვებგვერდი, 17/02/2015წ.,  210070000.35.140.016156), კერძოდ:
1. დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის გ) ქვეპუნქტი:

„გ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ მე-15 მუხლით განსაზღვრული ხაზობრივი ნაგებობის სახეობების და კატეგორიებისათვის ერთ გრძივ მეტრზე - 0.50 ლარის ოდენობით.“.

2. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3.

მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს:

ა) სახელმწიფოსა და ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, აგრეთვე დონორი და საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;

ბ) სახელმწიფოს ან ასპინძის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურუდიული პირების მიერ განხორციელებული წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები;

გ) ეკლესია-მონასტრების მშენებლობა და მათ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.11.2015.
როდის იქნა მიღებული „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 06.11.2015. მიმღები ორგანო — ასპინძის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №40. სარეგისტრაციო კოდი — 210070000.35.140.016188.
რამდენი მუხლისგან შედგება „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.11.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, №40, 06.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.140.016188 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3044277/