ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №411
2015 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში, ევროპის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩებს, თანდართული რუკის თანახმად, მიენიჭოს შემდეგი სახელები:
მფრინავის, ავიაციის პოლკოვნიკ ალექსი შიუკაშვილის;
სამხედრო მფრინავის, კაპიტან ბორის ბერიძის;
ჰაერნაოსნის, აერონავტ ვლადიმერ გარაყანიძის.
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გახორციელება.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.10.2015.
- როდის იქნა მიღებული „ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ“?
- „ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ“ მიღებულია 30.10.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №411. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.101.016098.
- სად არის „ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.10.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ“, №411, 30.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016098 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3044310/