ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.11.2015
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.140.016190
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.11.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების წესის დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების წესის დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №42
2015 წლის 6 ნოემბერი
დ. ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 117-ე მუხლისა და 135-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს მოქალაქეთა მიღების წესისა და გრაფიკის გამოქვეყნება საკრებულოში ს პეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების წესი
მუხლი 1🔗
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღება ხორციელდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
მოქალაქეთა მიღების გრაფიკში აღნიშნული უნდა იყოს საკრებულოს თანამდებობის პირის მიერ მოქალაქეთა მიღების დღე, მიღების საათები, შესვენების დრო, მიღების ადგილი. თითოეული მოქალაქისთვის გამოყოფილი უნდა იყოს დროის რეგლამენტი (არანაკლებ 10 წუთი). გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეთა მიღება შესაძლებელია დამტკიცებულ გრაფიკში აღნიშნული პერიოდის გარეშეც.
მუხლი 3🔗
საკრებულოს თავმჯდომარესთან და მის მოადგილესთან მოქალაქეების მიღება წარმოებს ამ უკანასკნელთა წერილობითი ან ზეპირი განცხადების საფუძველზე.
მუხლი 4🔗
მიღების დროს განიხილება მოქალაქეთა წერილობითი და ზეპირი განცხადებები საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
მუხლი 5🔗
საკრებულოში მოქალაქეთა მიღება არ წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეებში.
მუხლი 6🔗
საკრებულოს თავმჯდომარესთან და მის მოადგილესთან მიღებაზე, განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, მოქალაქეთა ჩაწერას და აღრიცხვას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
მუხლი 7🔗
საკრებულოს თავმჯდომარესთან მოქალაქეთა მიღება აგრეთვე შესაძლებელია მის მოადგილესთან შეხვედრის შემდგომ საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში.
მუხლი 8🔗
საკრებულოს თანამდებობის პირი ვალდებულია, მოქალაქის განცხადების შესწავლისას დაადგინოს მისი შესაბამისობა საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან, მასში დასმული საკითხის შესაბამისობა საკრებულოს კომპეტენციასთან და საქმის კონკრეტული გარემოებები, რისთვისაც უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს და მიიღოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მასალები საკრებულოს კომისიებიდან ან აპარატიდან, აგრეთვე აღმასრულებელი ორგანოს - გამგეობის სისტემაში შემავალი სამსახურებიდან.
ბ) შეხვდეს საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირებს და მიიღოს მათგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია.
მუხლი 9🔗
მოქალაქის განცხადება საქმის შესწავლილ გარემოებებთან ერთად წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს ან თავმჯდომარის მოადგილეს. წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით საკრებულოს თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე წყვეტს მოქალაქის მიღების მიზანშეწონილობის საკითხს ან განცხადება/საჩივარს სათანადო რეზოლუციით გადასცემს შემსრულებელს.
მუხლი 10🔗
მოქალაქის განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ შეიძლება მონაწილეობდეს თანამდებობის პირი, რომლის ქმედება გასაჩივრებულია ამ განცხადებებით.
მუხლი 11🔗
მოქალაქის განცხადებაში დასმული საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შუამდგომლობით, საკრებულოს თავმჯდომარე აწარმოებს მოქალაქის მიღებას განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.