დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 06.11.2015
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016253
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.11.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №50
2015 წლის 6 ნოემბერი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 88-ე მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5🔗
დადგენილების გასაჩივრება შეიძლება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. № 15) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი
დანართი 1
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი (შემდგომში –
წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის საკითხებს.
2. წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში და მათი ინფორმირებულობა ზემოთ აღნიშნული ორგანოების საქმიანობის შესახებ.
მუხლი 2🔗.
მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა
1. მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრი ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.
2. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს საკრებულოსა და გამგეობის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური ურთიერთშეთანხმებით.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული წევრი გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს შესაბამისი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველს.
4. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება.
5. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
6. მუნიციპალიეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრისას დგება საჯარო შეხვედრის ოქმი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შეხვედრის თარიღი, ადგილი და დრო, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა, მოქალაქეთა მიერ დასმული შეკითხვები და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია.
7. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. მუნიციპალიტეტის გამგებელის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახური.
8. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და ინახება საკრებულოს აპარატში. მუნიციპალიტეტის გამგებელის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და ინახება გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურში.
9. საკრებულოს წევრის და მუნიციპალიტეტის გამგებელის ანგარიშს საკრებულო ცნობად იღებს კენჭისყრის გარეშე უახლოეს საკრებულოს სხდომაზე.
მუხლი 3🔗.
მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებები
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას.
2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.
3. მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრი ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
მუხლი 4🔗.
ამომრჩევლის წინასწარი ინფორმირება
1. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე, სამი დღით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.dedoplistskaro.ge და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
2. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალტეტის ვებგვერდზე www.dedoplistskaro.ge ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 5🔗.
დასკვნითი დებულებები
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დანართი 2
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმა
საკრებულოს წევრის სახელი, გვარი --------------------------------------------------------------------------
თანამდებობის დასახელება ------------------------------------------------------------------------------------
ფრაქციის დასახელება ------------------------------------------------------------------------------------------
კომისი(ებ)ის დასახელება --------------------------------------------------------------------------------------
არჩევის წესი(მაჟორიტარული ოლქის მითითებით)--------------------------------------------------------
საანგარიშო პერიოდი 20_____წლის ______დან 20______წლის _______მდე.
ანგარიშის ტიპი(რიგითი, რიგარეშე)--------------------------------------------------------------------------
საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა:
1. სულ საკრებულოს სხდომების რაოდენობა _______
საკრებულოს სხდომებზე დასწრება ___________
2. სულ კომისიის სხდომების რაოდენობა __________ მ/შ დროებითი კომისიების ______
კომისიის სხდომებზე დასწრება _____________ მ/შ დროებით კომისიებში_______
3. სულ ფრაქციის სხდომების რაოდენობა _________
ფრაქციის სხდომებზე დასწრება________
4. საკრებულოს წევრის მიერ ინიციირებული საკითხები:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ინიციირებული საკითხებიდან მიღებული იქნა _____ დადგენილება _____ განკარგულება
5. საკრებულოს წევრის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკითხები-------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. ის საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა _______ და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა
რაოდენობა ___________
8. მოქალაქეებთან შეხვედრისას გამოთქმული ძირითადი საკითხები:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. მოქალაქეთა პრობლემებზე საკრებულოს წევრის რეაგირების ფორმები(მათ შორის, დადებითად გადაწყვეტილი კონკრეტული საკითხები)
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
II. საკრებულოს წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შევსების თარიღი ---------------
წარდგენის თარიღი --------------
ხელმოწერა ---------------
დანართი 3
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმა
მუნიციპალიტეტის გამგებელი -------------------------------------------------------------------------------
საანგარიშო პერიოდი 20 ___ წლის ____ დან 20 ___ წლის _________მდე.
ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) -----------------------------------------------------------------------
I. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა:
1. მუნიციპალიტეტის გამგებელმა გამგეობის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში განახორციელა შემდეგი საქმიანობა:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. მუნიციპალიტეტის გამგებელმა საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის
სფეროში ---------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის
სფეროში ---------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. მუნიციპალიტეტის გამგებელმა აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში განახორციელა შემდეგი საქმიანობა
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინფრასრუქტურული პროექტები
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

7. მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამგებლის მიერ ინიციირებული საკითხები
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ინიციირებული საკითხებიდან მიღებულ იქნა -------- დადგენილება, ------ განკარგულება
8. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საანგარიშო პერიოდში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რაოდენობა ------------------------------------------------
9. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საანგარიშო პერიოდში დადებული ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების რაოდენობა ---------------------------------------------------------------------------
10. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა ---------- --- და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა ----------
11. მოქალაქეთა პრობლემებზე გამგებლის მიერ რეაგირების ფორმები (მათ შორის, დადებითად
გადაწყვეტილი საკითხები)
----------------------------------------------------------------------------------------------
II. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა
--------------------------------------------------------------------------------------------------------
შევსების თარიღი ---------------------------
წარდგენის თარიღი ------------------------
ხელმოწერა -------------------------