ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 06.11.2015
ძალის დაკარგვა 15.05.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.016236
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2015 წლის 6 ნოემბერი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 88-ე მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია
დანართი №1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი
მუხლი 1🔗
ზოგადი დებულებები
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი (შემდგომში –
წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის საკითხებს.
2. წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში და მათი ინფორმირებულობა ზემოთ აღნიშნული ორგანოების საქმიანობის შესახებ.
მუხლი 2🔗
მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენა
1. მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ მაინც არაუგვიანეს 1 ნოემრბისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.
2. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს საკრებულოსა და გამგეობის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
3. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყოს საჯარო შეხვედრები და წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ შესაბამისი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველს. ზემოთ აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებაში მაჟორიტარ დეპუტატს დახმარებას უწევს საკრებულოს აპარატის კონსულტატი მოსახლეობასთან ურთიერთიობის საკითხებში საკურატორო ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით.
4. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მათ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ნებისმიერ დროს, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყოს საჯარო შეხვედრები და წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რომელიმე დასახლებული პუნქტის ამომრჩეველს, საკუთარი შეხედულებისამებრ.
6. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული საკრებულოს წევრი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მას გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ნებისმიერ დროს, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარგდენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება.
8. საკრებულოს წევრის საჯარო შეხვედრების ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი, ხოლო გამგებლისას –
გამგეობის ადმინისტრაციის სამსახური.
9. საჯარო შეხვედრაზე ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს წევრი.
10. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრისას დგება საჯარო შეხვედრის ოქმი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შეხვედრის თარიღი, ადგილი და დრო, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა, მოქალაქეთა მიერ დასმული შეკითხვები და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია.
მუხლი 3🔗
მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებები
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს შეუზღუდავდ დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას.
2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.
3. მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
მუხლი 4🔗
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენაზე სამი დღით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www. zugdidi-sakrebulo.ge და www.zugdidi-gamgeoba.ge
2. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიში ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
მუხლი 5🔗
დასკვნითი დებულებები
1. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.