ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.11.2015
ძალის დაკარგვა 12.07.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.105.016237
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია | ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 06.07.2018
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2015 წლის 6 ნოემბერი
ქ.ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი, თანახმად №1 დანართისა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა, თანახმად №2 დანართისა.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია
დანართი №1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი
აღწერილობა
გერბის ფარი პირობითად გაყოფილია 3 (სამი) ნაწილად.
I ნაწილი - ძოწისფერ (წითელ) ველზე გამოსახულია ოქროს ჯვარი (ცაიშის ტაძრის სიმბოლოდ) ჰერალდიკური 4 ვარდით (ღვთისმშობლის სიმბოლო). ველს უკავია ფარის სიმაღლის 2/6.
II ნაწილი - წარმოადგენს ვერცხლის (თეთრ) ქონგურებიან სარტყელს (რუხის ციხის სიმბოლოდ) რომელზეც მოთავსებულია სევადი (შავი) შეჭურვილი (წითელი ენით) მერანი, როგორც სიქველისა და მეომრული სულის ნიშანი. ფარის სიმაღლის 3/6.
III ნაწილი- წარმოადგენს ლაჟვარდ (ლურჯ) ტალღოვან სარტყელს (ზღვის სიმბოლო), ფარის სიმაღლის 1/6.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკარით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ძოწის ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი - ,,ზუგდიდი“.
დანართი №2
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დროშა
აღწერილობა
დროშის მეწამული ველი გაკვეთილ-გადაკვეთილია ოქროს (ყვითელი) ჯვრით, ოთხ არათანაბარ ნაწილად. პირველი და მესამე მეოთხედების სიმაღლე და სიგანე შეადგენს დროშის სიმაღლის 2/4 -ს. ჯვრის მხრების სისქე დროშის სიმაღლის 1/5 -ია.
1 მეოთხედში განათავსებულია ოქროს მოტივტივე ვარდი (ღვთისმშობლის სიმბოლო).
დროშის პროპორციაა 2:3.