ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.11.2015
ძალის დაკარგვა 21.05.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №86
სარეგისტრაციო კოდი 200190000.35.174.016128
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №86
2015 წლის 6 ნოემბერი
ქ. გორი
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და 1061 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები დანართი № 1-ის (თან ერთვის 3 ფურცლად) შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე
დანართი № 1
მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესები განსაზღვრავს ქ. გორის მუნიციპალიტეტის საწარმოს და ქ. გორის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, მისი საწყისი საფასურის, სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებს.
2. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ძირითადი საშუალება – მატერიალური აქტივი, რომელსაც დაწესებულება იყენებს მომსახურების გაწევის, იჯარით გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია;
ბ) ძირითადი საშუალებების განკარგვა – დაწესებულების ძირითადი საშუალებების გასხვისება და სარგებლობის უფლებით გადაცემა;
გ) დამფუძნებელი – ქ. გორის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის მერი;
დ) აუქციონატორი – დაწესებულების ხელმძღვანელი;
ე) დაწესებულება – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ ქ. გორის მუნიციპალიტეტის მიერ ან ქ. გორის მუნიციპალიტეტის და სხვა მუნიციპალიტეტების მიერ ერთობლივად ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირი, რომლის წევრი/წევრები არიან მხოლოდ მითითებული მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები და საწარმო, სადაც მითითებული მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება;
ვ) ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ (შემდგომში №669 დადგენილება) შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
დაწესებულების ძირითადი საშუალებების გასხვისება
1. დაწესებულების ძირითადი საშუალებების გასხვისება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1061 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 1061 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. დაწესებულების ძირითადი საშუალებების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი, დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
4. დაწესებულების ხელმძღვანელმა დამფუძნებელს შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს აუქციონის პირობები, ძირითადი საშუალებების საწყისი ფასი, აუდიტის დასკვნა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
მუხლი 3🔗.
დაწესებულების ძირითადი საშუალებების სარგებლობის უფლებით გადაცემა
1. დაწესებულების ძირითადი საშუალებების სარგებლობის უფლებით (იჯარით, უზუფრუქტით, აღნაგობით, თხოვებით და სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმებით) გადაცემა ხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. ძირითადი საშუალებების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობით ან უპირობოდ.
2. დაწესებულების ძირითადი საშუალებების აუქციონის გარეშე, სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1061 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. დაწესებულების ძირითადი საშუალებების აუქციონის/პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე. უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე კი, დამფუძნებელი გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე ან უამისოდ და შესაბამის დავალებას აძლევს დაწესებულების ხელმძღვანელს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. დამფუძნებელი უფლებამოსილია, დაწესებულების ხელმძღვანელის ან შესაბამისი დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება (წერილობითი თანხმობის ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით) დაწესებულების ბალანსზე რიცხული ქონების (მათ შორის, ინვენტარის) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირების ან სხვა გაერთიანებების ორგანიზებით საქველმოქმედო, კულტურული, საგანმანათლებლო ან სხვა ფორმით განსახორციელებელი ღონისძიებების ჩატარების უზრუნველსაყოფად, ღონისძიების ჩატარების ვადით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
5. დაწესებულების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის დაწესებულების ძირითადი საშუალებების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, დამფუძნებლის თანხმობით.
6. დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ძირითადი საშუალებების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას (აუქციონი/პირდაპირი განკარგვა) დამფუძნებელს შესათანხმებლად წარუდგინოს ქირის საფასური/ქირის საწყისი საფასური, აუდიტის დასკვნა, აუქციონის პირობები, სარგებლობაში გადაცემის ვადა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
მუხლი 4🔗.
ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება და ელექტრონული აუქციონის ჩატარება
1.დაწესებულების ძირითადი საშუალებების ელექტრონულ აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge.
2. დაწესებულების ძირითადი საშუალებების გასხვისების ან/და სარგებლობაში გადაცემის მიზნით გამართულ საჯარო ან ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
3. დაწესებულების ძირითადი საშუალებების გასხვისების ან/და სარგებლობაში გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას და აუქციონის ჩატარებას უზრუნველყოფს აუქციონატორი, №669 დადგენილებით დადგენილი წესების შესაბამისად, ამავე წესების შესაბამისად განისაზღვრება აუქციონში მონაწილეობის პირობები, აუქციონატორისა და აუქციონის მონაწილის უფლება-მოვალეობები, განმეორებითი/ვადაგაგრძელებული აუქციონის ჩატარების წესები.
მუხლი 5🔗.
ანგარიშსწორება
1. აუქციონში მონაწილეობის მსურველისათვის (რეგისტრირებული მომხმარებლისათვის) ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს შესაბამისი გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე, საბანკო დაწესებულებაში იხდის შესაბამის თანხას.
2. დაწესებულების ძირითადი საშუალებების გასხვისების შემდეგ, მისი შემძენის მიერ გადახდილი ძირითადი საშუალებების სრული ღირებულება ირიცხება შესაბამისი დაწესებულების ანგარიშზე.
3. დაწესებულების ძირითადი საშუალებების სარგებლობაში მიმღები სარგებლობის საფასურს იხდის შესაბამისი დაწესებულების ანგარიშზე.
მუხლი 6🔗.
აუქციონის შედეგები, გარიგების დადება, ძირითადი საშუალებების შემძენის/სარგებლობაში მიმღების პასუხისმგებლობა
1. აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორსა და დაწესებულების ძირითადი საშუალებების შემძენს/სარგებლობაში მიმღებს შორის იდება შესაბამისი წერილობითი ნასყიდობის/სარგებლობის ხელშეკრულება. ძირითადი საშუალებების შემძენი ვალდებულია ძირითადი საშუალებების სრული ღირებულება სრულად გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ძირითადი საშუალებების სარგებლობაში მიმღები მის მიერ აუქციონზე შეთავაზებულ სარგებლობის საფასურს იხდის სააუქციონო პირობებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით და წესით. ძირითადი საშუალებების შემძენის/სარგებლობაში მიმღების საკუთრების/სარგებლობის უფლება, აუქციონატორთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირდება საჯარო რეესტრში, შესაბამის ვალდებულებებთან (ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება, სააუქციონო პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები) ერთად. მითითებული უფლებების/ვალდებულებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯების გადახდა ეკისრება აუქციონში გამარჯვებულ პირს. ძირითადი საშუალებების სრული ღირებულების გადახდამდე მის შემძენს ეკრძალება ნებისმიერი ფორმით განკარგოს შეძენილი ძირითადი საშუალება, რაც ასევე რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
2. აუქციონში გამარჯვებულს მის მიერ გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება ძირითადი საშუალების შეძენის შემთხვევაში – საბოლოო ანგარიშსწორებისას, ხოლო ძირითადი საშუალების სარგებლობაში მიღების შემთხვევაში – სარგებლობის ვადის ბოლო წლის ქირის ოდენობაში.
3. აუქციონში გამარჯვებულს ძირითადი საშუალებების საკუთრებაში/სარგებლობაში არ გადაეცემა, გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა უკან არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება, თუ მან უარი განაცხადა შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ან დადგენილ ვადებში სრულად არ გადაიხადა შეძენილი ძირითადი საშუალების სრული ღირებულება.
4. ძირითადი საშუალებების სარგებლობაში მიმღების პასუხისმგებლობა (დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობები) სააუქციონო პირობების და ხელშეკრულების დარღვევისათვის არ უნდა იყოს №669 დადგენილებით კონკრეტული ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობაზე ნაკლები.
მუხლი 7🔗.
ძირითადი საშუალებების საწყისი საფასურის /ძირითადი საშუალებების სარგებლობის საწყისი საფასურის დადგენა
1. დაწესებულების ძირითადი საშუალებების აუქციონის ფორმით გასხვისებისას, მისი საწყისი საფასური განისაზღვრება დამფუძნებელთან შეთანხმებით, არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
2. დაწესებულების ძირითადი საშუალებების პირდაპირი განკარგვის/აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემისას, ქირის საფასურის/ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება დამფუძნებელთან შეთანხმებით, არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი საფასურის ოდენობით.