აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.11.2015
ძალის დაკარგვა 06.08.2018
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016228
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.07.2018
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2015 წლის 9 ნოემბერი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის დებულება
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება ადგენს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის (შემდგომში ,,ვებგვერდი“) შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ) მუნიციპალიტეტის გამგეობის მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.abasha.ge.
მუხლი 2🔗.
ვებგვერდის ადმინისტრირება
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება;
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებ-გვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას გამგებლისათვის;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები;
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ვ) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და
ორგანიზაციები.
5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივად განახლებადი;
ბ) ყოველკვირეული;
გ) ყოველთვიური.
მუხლი 4🔗.
ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტ-რესურსების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და გამგეობისა საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილებისათვის მიწოდებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განსათავსებლად.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებვერდზე დროულ განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილება.
3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა) მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 12.00 სთ.
ბ) ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 12.00 სთ.
გ) ყოველთვიურის – ყოველი თვის 15 რიცხვის 12.00 სთ.
დ) ფორსმაჟორის დროს საჭიროებისამებრ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა, სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება გამგებლის გადაწყვეტილების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა
1. ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:
ა) მთავარი (მუნიციპალიტეტის სიახლეები);
ბ) მუნიციპალიტეტი;
გ) თვითმმართველობა;
დ) საჭირო ინფორმაცია;
ე) კონტაქტი.
მუხლი 6🔗.
ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა
1. ვებგვერდის მუნიციპალიტეტის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) ჩვენს შესახებ (ზოგადი ინფორმაცია, გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორია);
ბ) ინფრასტრუქტურა (კომუნალური საწარმოები, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობის ობიექტები, საგზაო სამმართველო და გაზმომარაგება)
გ) სიმბოლიკა (მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა);
დ) ბიზნესი (მცირე და საშუალო წარმოება, სავაჭრო ობიექტები, ბანკები, კაფე-ბარები, სასტუმროები);
ე) ტურიზმი ;
ვ) კონტაქტი (მუნიციპალიტეტის გამგეობის ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომრები და სხვა საკონტაქტო მონაცემები)
ზ) არქივი.
2. თვითმმართველობის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად:
ა) გამგეობა
ა.ა) გამგებელი (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი,
სამსახურის მისამართი);
ა.ბ) გამგებლის მოადგილეები (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის
მისამართი);
ა.გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები და მისი თაnამშრომლები (პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი).
ა.დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები;
ა.ე) დელეგირებული სამსახურები;
ა.ვ) ადმინისტრაციული ერთეულები;
ა.ზ) კანონმდებლობა (დებულება, შინაგანაწესი, ანგარიში);
ბ) საკრებულო;
დ) პროექტების შესახებ;
ე) ბიუჯეტი;
ვ) ვაკანსია
ზ) საგარეო ურთიერთობები;
თ) განათლება და მეცნიერება
თ.ა) განათლების რესურსცენტრი
თ.ბ) საჯარო სკოლები;
თ.გ) კერძო სკოლები;
თ.დ) ბაღები.
ი) რელიგია;
კ) საზოგადოება
კ.ა)არასამთავრობო ორგანიზაციები
კ.ბ) მედია.
ლ) ტენდერები;
მ) მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო;
ნ) მართლწესრიგი
ნ.ა) პოლიცია;
ნ.ბ) სასამართლო;
ნ. გ) ადვოკატურა;
ო) კულტურა და სპორტი
ო.ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ო.ბ) მუზეუმები;
ო.გ) ანსამბლები;
ო.დ) ბიბლიოთეკები;
ო.ე) კულტურის ცენტრი;
ო.ვ) სპორტული ობიექტები;
ო.ზ) გამოჩენილი სპორტსმენები;
ო.თ) სპორტული კლუბები;
ო.ი) ხელოვნების სკოლები.
პ) სოციალური სფერო
პ.ა) ჯანდაცვის ობიექტები;
პ.ბ) ამბულატორიები;
პ.გ) სასწრაფო დახმარება;
პ.დ) სოციალური უზრუნველყოფა;
პ.ე) სადაზღვევო სფერო;
ჟ) პოლიტიკური პარტიები;
რ) სასარგებლო ბმულები;
ს) გალერეა.
მუხლი 7🔗.
დასკვნითი დებულებები
1. ვებგვერდის დებულებას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.