სს „მცხეთა“-ს აქციონერთა რიგგარეშე კრების მოსაწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სააქციო საზოგადოება „მცხეთის“

აქციონერთა რიგგარეშე კრების მოსაწვევი

2015 წლის 10 ნოემბერი

სააქციო საზოგადოება „მცხეთის“ (ს/კ 236033136, შემდგომში „კომპანია”) დირექტორი იწვევს საზოგადოების აქციონერებს საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2015 წლის 3 დეკემბერს დღის 12:00 საათზე ქალაქ მცეთაში, სამხედროს ქ. №73-ში მდებარე საზოგადოების ტერიტორიაზე.

კრების დღის წესრიგი:

1. „კომპანიის“ რეორგანიზაცია (სამართლებრივი ფორმის ცვლილება) და მისი სამართლებრივი ფორმის განსაზღვრა, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს).

2. „კომპანიის“ დირექტორის, მიხეილ ჯანელიძის (პ/ნ 41001006326) პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან და და „კომპანიის“ ახალ დირექტორად ბ-ნი ლევან ჯანაშიას (დაბადების თარიღი: 04.02.1973, პ/ნ 01024031332) დანიშვნა.

3. „კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან, რადგან ახალი იურიდიული ფორმის (შპს) ფარგლებში კომპანიას აღარ ეყოლება სამეთვალყურეო საბჭო.

4. „კომპანიის“ წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება და „კომპანიის“ დირექტორისთვის აღნიშნულ წესდებაზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭება (წესდების ახალ რედაქციას შესაძლებელია გაეცნოთ „კომპანიის“ მისამართზე).

5. სხვა ორგანიზაციული საკითხები.

„კომპანიის“ დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას გიწევთ მონაწილეობა მიიღოთ საზოგადოების აქციონერთა კრებაში და მხარი დაუჭიროთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების დადებითად გადაწყვეტას.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), თუ ისინი (აქციონერები) რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში 2015 წლის 10 ნოემბრის 18:00 საათის მდგომარეობით.

აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ საერთო კრებაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება 2015 წლის 2 დეკემბრამდე სამუშაო საათებში კომპანიის დირექტორთან მისამართზე: ქალაქი მცეთა, სამხედროს ქ. №73-ში მდებარე საზოგადოების ტერიტორია.

სს „მცხეთის“ წარმომადგენელი ლაშა უფლისაშვილი          

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს „მცხეთა“-ს აქციონერთა რიგგარეშე კრების მოსაწვევის შესახებ“?
დიახ, განცხადება „სს „მცხეთა“-ს აქციონერთა რიგგარეშე კრების მოსაწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.11.2015.
როდის იქნა მიღებული „სს „მცხეთა“-ს აქციონერთა რიგგარეშე კრების მოსაწვევის შესახებ“?
„სს „მცხეთა“-ს აქციონერთა რიგგარეშე კრების მოსაწვევის შესახებ“ მიღებულია 10.11.2015. მიმღები ორგანო — ს.ს"მცხეთა". დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „სს „მცხეთა“-ს აქციონერთა რიგგარეშე კრების მოსაწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.11.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „სს „მცხეთა“-ს აქციონერთა რიგგარეშე კრების მოსაწვევის შესახებ“, №0, 10.11.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3047191/